4000 ეგზოპლანეტა

 უკვე 4000 ეგზოპლანეტის ნამდვილად არსებობაა დადასტურებული. ამ ვიდეოში, ეგზოპლანეტები ხმითა და მუსიკითაც არის წარმოდეგენილი, დაწყებული 1992 წლიდან, როცა პირველი მათგანი აღმოაჩინეს. ეგზოპლანეტები, რომლებიც თავიანთი დედა ვარსკვლავის რყევებით (რადიალური სიჩქარე) აღმოაჩინეს, ვარდისფრად არის ნაჩვენები, ხოლო ჩაბნელებებით (ტრანზიტი) აღმოჩენილი – იისფრად. თუ ეგზოპლანეტასა და დამკვირვებელს შორის ერთ ხაზზე რომელიმე ვარსკვლავი მოექცა, ეს უკანასკნელი თავისი გრავიტაციით უკან მდებარე ობიექტიდან წამოსული სინათლის სხივების ტრაექტორიას გადახრის და ჩველებრივი ლინზასავით აძლიერებს (მიკროლინზირება), რითაც ჩვენთვის დასანახავს ხდის მას (როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს). რაც უფრო სწრაფად მოძრაობს პლანეტა დედა ვარსკვლავის გარშემო, მით უფრო მაღალია მისი თანმდევი მუსიკის ტონალობა. ახლა პენსიაზე მყოფმა “კეპლერმა” ამ 4000-ის თითქმის ნახევარი აღმოაჩინა, თან ცის ერთ მონაკვეთზე, ხოლო ახალი ეგზოპლანეტებზე მონადირე TESS, ახლოს მდებარე კაშკაშა ვარსკვლავებთან ეძებს მათ. ეგზოპლანეტების აღმოჩენით, კაცობრიობა ცდილობს გაიგოს, რამდენად მაღალია შანსი უცხო სიცოცხლის არსებობისა სხვა ვარსკვლავთა სისტემებში და როგორ ხდებოდა დედამიწისა და მზის სისტემის ფორმრიება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.