2012 წლის აგვისტოსში, კოსმოსური ზონდი ”ვოიაჯერ-1”, პირველი ხელოვნური აპარატი გახდა, რომელმაც მზის სისტემის კიდეს, ე.წ. ”ჰელიოპაუზას” მიაღწია და ვარსკვლავთშორის სივრცეში გავიდა. სანამ მზის სამფლობელო ”ბუშტს” დატოვებდა, უამრავი საინტერესო მონაცემი შეაგროვა. ”ვოიაჯერ-2”-იც იგივეს გაიმეორებს, ხოლო 5 წლის მერე, სრულიად განსხვავებულ მონაცემებს გადმოგვცემს(”ვოიაჯერ-1”-ის რადიო სიგნალი).
”ადგილი, სადაც ”ვოიაჯერ-2” ჰელიოსფეროს დატოვებს, განსხვავებულია იმისგან, რომელიც ”ვოიაჯერ-1”-მა გაიარა. ამიტომ მონაცემთა შედარებასა და ექსტრაპოლაციას აზრი არ ექნება ” – განაცხადა ედ სთოუნმა, (ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ყოფილი დირექტორი), გეოფიზიკური კავშირის პრესკონფერენციაზე.
დედამიწის მაგნიტოსფეროს მსგავსად, ჰელიოსფერო, მასში და მის გარეთ მდებარე ობიექტებს ერთამენთისგან გამოყოფს, ამ შემთხვევაში, ვარსკვლავთშორის ქარს, რომელიც მკვდარი ვარსკვლავებისგან გამოსხივებულ სხვადასხვა ნაწილაკებს შეიცავს. უხეშად რომ ვთქავთ, მზის მაგნიტური ველი ქმნის გიგანტურ ბუშტს, რომლის ზომა 100 ასტრონომიული ერთეულია(1 ა.ე. = 150 მლნ.კმ, მანძილი დედამიწა-მზე).
წაგრძელებული ფორმის ჰელიოსფერო და ვარსკვლავთშორისი სივრცე მუდმივ ურთიერთქმედებაშია, როგორც წესი, ადამიანის მიერ მცირედ შესწავლილ რეგიონში, სახელად ”ჰელიოფარი”. სივრცის სწორედ ამ ნაწილს კვეთს ახლა ”ვოიაჯერ-2”.
მზის ეკვატორის მიმართ ჩრდილოეთით მოძრავმა ”ვოიაჯერ-1”-მა, ჰელიოფარი 2004-2012 წლებში გადაკვეთა და გალაქტიკური სხივების სახელით ცნობილი დამუხტული ნაწილაკების გაზრდილი რაოდენობა დააფიქსირა. ”ვოიაჯერ-2” ამ მონაკვეთს სამხრეთის მხრიდან კვეთს და უცხო ნაწილაკებს ვერ ხედავს(სად არის ”ვოიაჯერ 1”?).
სთოუნის აზრით, ეს განსხვავება იმით შეიძლება აიხსნას, რომ მომატებული მზიური აქტიურობის ციკლში ვართ. ამ აქტიურობის შემცირების დროს, გალაქტიკური სხივების რაოდენობა, რომლებიც მზის სისტემის საზღვრებს კვეთს, მკვეთრად იზრდება. ალბათ, სწორედ ამ მოვლენის მოწმე გახდა საზღვართან მოძრავი ”ვოიაჯერ-2”.
მზის აქტიურობის შემცირებით, კიდევ ერთი შეუსაბამობა შეიძლება აიხსნას. საქმე ისაა, რომ ”ვოიაჯერ-2”-დან მიღებული მონაცემების მიხედვით, ჰელიოფარისეული მზის ქარმა ჩახვეული ფორმა შეიძლება მიიღოს, და საერთო ნაკადიდან გადაიხაროს, კომეტის მსგავსად, ძალიან გრძელი კუდის წარმოქმნით(ვარსკვლავთშორისმა ქარმა მიმართულება შეიცვალა).
კოსმოსური ზონდი ”ვოიაჯერ-1”, რომელიც 137 ა.ე-ს მანძილზე დაშორდა მზეს, გველისმჭერის თანავარსკვლავედისკენ მიფრინავს, მზიური ეკვატორიდან ჩრდილოეთით. ჩვენი მნათობიდან 113 ა.ე. მანძილზე მდებარე ”ვოიაჯერ-2” კი სამხრეთით, ფარშევანგის თანავარსკვლავედისკენ მიქრის. სთოუნის ვარაუდით, ”ვოიაჯერ-2” ვარსკვლავთშორის სივრცეში 1-2 წელიწადში უნდა გავიდეს, თუმცა დარწმუნებით ამის თქმა ძალიან ძნელია.
ამ სახელგანთქმული აპარატების ენერგიის წყაროს, 88 წლიანი ნახევრადდაშლის პერიოდის მქონე პლუტონიუმ-238-ზე მომუშავე რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი წარმოადგენს(ბირთვული დაშლა და სინთეზი). სამწუხაროდ, ყოველი წლის გასვლის მერე, აპარატებს იმაზე ნაკლები ენერგია რჩება, ვიდრე წინა წლებში. ენერგიის დაზოგვის მიზნით, ინსტრუმენტების უმეტესობა გათიშულია, ზოგიც მწყობრიდან არის გამოსული.
ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წავიდა, აპარატები კიდევ ორ ათეულ წელიწადს იმუშავებს. კოსმოსის უსასრულო ოკენეში გადაყრილ ბოთლებად ქცევამდე, რომლებშიც კაცობრიობის მიერ უმისამართოდ გაგზავნილი წერილებია ჩალაგებული(„ვოიაჯერის“ ოქროს ჩანაწერი…), ”ვოიაჯერ-1” და ”ვოიაჯერ-2”, ჩვენი კოსმოსური ”ბუშტისა” და მის გარეთ მდებარე უსასრულო შეუცნობლის შესახებ საინტერესო ინფრომაციით მომარაგებას გააგრძელებენ(კიდევ ვოიაჯერების შესახებ).
გასცდა მხოლოდ მზის მაგნიტურ ველს. გრავიტაციული ველი შეადგენს 1.5 ს.წ-ს ანუ დაახლოებით 94 600 ა.ე.-ს. მანამ 100 კმ/წამ-ითაც რომ იფრინონ, (კოსმოსური ობიექტის რეკორდი 23 კმ/წმ-ა ნიუ ჰორიზონსი) ამ მანძილის დაფარვას 4478 წელი მოანდომებს.