მზისა და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედების პირდაპირი დამზერა

  თანამგზავრი-ზონდების საშუალებით – MMS, ”მაგნიტური გადაერთების” სახელით ცნობილი მოვლენის დაფიქსირება ზუსტად იმ ადგილებზე მოხდა, საიდანაც მზის მაგნიტური ველი, ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველში შემოღწევას ახერხებს. ზონდება მონაცემები გადმოსცეს ელექტრონების ქცევის შესახებ, რომლებიც ამ გადაერთებების მიმდინარეობას განაპირობებს(ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს).

 ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ(ESA), მზიური ტურბულენციის შესახებ, უნიკალურ მონაცემთა დიდი მასივი მოაგროვა. თუმცა, ეს არ არის ერთად-ერთი მისა, რომელიც ჩვენი პლანეტისა და მნათობის მაგნიტური ველების ურთიერთქმედებას სწავლობს: კიდევ 4 თანამგზავრი არსებობს(NASA), რომლებიც მაგნიტური ველის რყევებს აფიქსირებს(Sciense).

 ”გვეგონა, დიდი ხანი მოგვიწევდა ცდა, ზონდები კი გაშვებიდან ნახევარი წლის მერევე, პირდაპირ მაგნიტური ველის გადაერთების ზონაში აღმოჩნდა. იგივე სიტუაცია კიდევ რვაჯერ განმეორდა. ძალიან გაგვიმართლა, რადგან ამ მოვლენის შესწავლა ასეთ მასშტაბებზე ჯერ არავის გამოსვლია” – ამბობს ჯეიმს ბერჩი, მისია MMS-ის წამყვანი მკვლევარი.

  მაგნიტური ველი ბევრ ასტორნომიულ ობიექტს გააჩნია. ზოგჯერ, მგნიტური ველი ”ფეთქდება”, პულუსები კი ადგილს იცვლის. მეცნიერთა ვარაუდით, ამ ”აფეთქებათა” მიზეზი მაგნიტური გადაერთება უნდა იყოს, რომელიც ორი ობიექტის მაგნიტური ველების ურთიერთქმედებით ხდება. განსხვავებული პოლარობის მაგნიტური ველების შეხებისას, მათი ძალწირები მატარებელს ჰგავს, რომლებიც ერთმანეთში სხვადასხვა მიმართულებებით გადიან.

 ძალწირები წყდება და ახლებს წარმოქმნის. ასეთი პროცესი იძლევა ძალწირს, რომელიც ასე რომ ვთქავათ, ”ერთი ფეხით” მზეზე დგას, მეორეთი – დედამიწაზე, რაც მზიური ენერგიის დედამიწაზე შემოღწევის საშუალებას იძლევა. ეს ენერგია თანამგზავრების, ასტრონავტების, კომუნიკაციისა და ენერგოგადაცემის სისტემებისთვის საფრთხეს წარმოადგენს (აქტიური მზე და მზიური ფარი; მზე; გადატრიალება მზეზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.