ბუნებრივი რადიოაქტიური დაბინძურება კოსმოსიდან

ბუნებრივი რადიოაქტიური დაბინძურება კოსმოსიდან

 ავსტრალიელმა, ავსტრიელმა, იაპონელმა, გერმანელმა, ებრაელმა და ა.შ.შ. ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ წარსულში, დედამიწიდან შედარებით ახლოს მდებარე ზეახლების აფეთქებების შედეგად, ჩვენმა პლანეტამ რადიოაქტიური იზოტოპებით ბომბარდირება განიცადა(Nature).

 რკინის იზოტოპი(Fe-60) წყნარი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეების ქერქქვეშა ნალექებში იქნა აღმოჩენილი. ეს ნაწილაკები მილიონზე მეტი წლის წინათ, ზეახლების აფეთქებების მერე მოხვდა დედამიწაზე.

 ერთ-ერთი ზეახალი, 9,2 მზის მასით, 2,3 მილიონი წლის წინათ აფეთქდა. მეორე კი 1,5 მილიონი წლის წინათ, მასით ჩვენს მნათობს 8,8-ჯერ აჭარბებდა. მეცნიერთა აზრით, ორივე კატასტროფა დედამიწიდან 60-130 პარსეკის(196-424 სინ.წ.) მანძილზე მოხდა.


_საერთაშორისო ჯგუფმა, ოკეანის ფსკერიდან 120-მდე ნიმუში ამოიტანა. მიღებული მონაცემები უკანასკნელ 11 მილიონ წელიწადს მოიცავს. რკინის სტაბილური იზოტოპისგან განსხვავებით(Fe-56), Fe-60-ს ნახევრადდაშლის პერიოდი აქვს, რომელიც 2,6 მილიონ წელს უტოლდება. დედამიწაზე შემონახული ასეთი იზიტოპები არამიწიერი წარმოშობისაა(ბირთვული დაშლა და სინთეზი).

 სულ, ასტროფიზიკოსების აზრით, 1,7-3,2 მილიონი წლის წინათ, დედამიწამ რადიოაქტიური ნაგვით ბომბარდირება რამდენიმეჯერ განიცადა. ეს ზეახლები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა და მათი აფეთქებები კლიმატური ცვლილებების პერიოდებს ემთხვევა(ზეახლის კვალი დედამიწაზე; მომაკვდინებელი გამა-ანთებები; სად დაიკარგა კოსმოსური პლუტონიუმი?; რადიაცია ჩვენს გარშემო).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *