მარსის ტერაფორმირება

  იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე, ეს შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა, იდეა ”ცოცხალი” მარსის შესახებ, მეცნიერული საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. თუ წითელი პლანეტა უსიცოცხლოა, იქნებ ჩვენ შევძლოთ მისი გაცოცხლება.

 ვიღაცისთვის ეს, მეცნიერულ ფანტასტიკას ჰგავს, მკვლევარები კი სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, მარსის ტერაფორმირების საკითხს სრულიად სერიოზულად განიხილავენ, რაც მის კოლონიზაციასა და უკეთ კვლევას გაგვიადვილებს.

მაშ, შესაძლებელია თუ არა მარსის ტერაფორმირება?

marsze atom afetqeba პასუხია – კი. შესაძლებელია, ოღონდ ისე არა, როგორც ელონ მასკი გვთავაზობს – ატომური ბომბების აფეთქება მარსის ხელოვნურად გასათბობად… ”შეცდომაა ვარაუდი იმისა, რომ ატომურ მუხტს საკამარისი ენეგრია გააჩნია. დედამიწაზე არსებული ყველა ატომური იარაღიც რომ გამოვიყენოთ, ეს იქნება ენერგიის ექვივალენტი, რომელსაც მარსი 1 საათის განმავლობაში იღებს მზისგან” – ამბობს ქრის მაკკეი, პლანეტების მკვლევარი ნასადან. მისი და სხვა მეცნიერების მოსაზრებით, მარსის გათბობაში მზე დაგვეხმარება. დედამიწაზე დაწყებული გლობალური დათბობა ამის საუკეთესო მაგალითია. მაიქლ ჩაფინის აზრით, (მისია MAVEN), საჭიროა მარსის ატმოსფეროს გასქელება, რათა ის, დედამიწისეულს დაემსგავსოს. ”ცნობილია, რომ პლანეტაზე სიცოცხლის ჩასახვისა და არსებობისთვის, მის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობაა საჭირო, რისი უზრუნველყოფა სქელ ატმოსფეროს შეუძლია” – ამბობს ჩაფინი.

okeane marsze მარსის ატმოსფერო ძალიან თხელია, ვერ ინარჩუნებს სითბოს, რის გამოც მასზე თხევადი წყლის შენარჩუნება, მხოლოდ მცირე დროით არის შესაძლებელი. თეორიულად, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ნაწილი დედამიწიდან მარსზე რომ გადაგვეტანა, პლანეტის ტემპერატურა, წყლის თხევად მდგომარეობაში თავისუფლად შესანარჩუნებლად საჭირო ნიშნულამდე აიწევდა, როგორიც მარსი 3,5 მილიარდი წლის წინათ იყო. რაც უფრო სქელია ატმოსფერო, მით უფრო სტაბილურია წნევა და ტემპერატურა, ანუ წყალიც სტაბილურ მდგომარეობაში იქნება(ოკეანე მარსზე).

 მაკკეი დარწმუნებულია, რომ ასეთი პროგრამის განხორციელება, სპეც-ქარხნებში სუპერ-სათბური გაზების – პერფტორნახშირპოდები(პფნ), წარმოებით არის შესაძლებელი. ამით არც ოზონის თხელი ფენის დაშლა მოხდება და არც მომავალი კოლონისტებისთვის ტოქსიკური საფრთხის გაჩენა. პლანეტის გათბობიდან უკვე 100 წლის მერე, მარსისეულ გრუნტში აქაური მცენარეულის გადარგვა-მოშენება იქნება შესაძლბელი(ბოსტნეული მარსის კოლონიზატორებისთვის). ნახშირორჟანგის მოხმარებითა და დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფით, მწვანე საფარი, პლანეტის ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენელს შეცვლიდა და სასუნთქად ვარგისად აქცევდა მას. ბიოტექნოლოგიების თანამედროვე დონიდან გამომდინარე, ეს პროცესი ათასობით წელი გაგრძელდება.

პრაქტიკული პრობლემები

 აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარსის ატმოსფეროში სათბური გაზები უკვე არის, მაგალითად, კარგად ცნობილი ნახშირორჟანგი. ასეთი გაზების გადაჭარბებულმა რაოდენობამ, ვენერას ატმოსფერო ტყვიის დნობის ტემპერატურამდე გააცხელა, ხოლო იქაური ატმოსფერული წნევა იმდენია, რამდენიც აქ 900 მეტრის წყლის სიღრმეში დაიმზირება(ვენერას მზვერავები).

 მაკკეი ახლა გამოთვლებს ატარებს, რითაც მარსის პოლუსებს ქვეშ და მახლობელ ტერიტორიაზე არსებული გაყინული ნახშირორჟანგის მიახლოებული რაოდენობა უნდა დადგინდეს(”თოვლი” მარსზე). სპციალისტთა შეფასებით, პლანეტის გათბობისთვის საჭირო რაოდენობის CO2 იქ არ უნდა იყოს, თუმცა, ეს მონაცემი დასაზუსტებელია. დავუშვათ, ნოტიო და თბილი ატმოსფეროს შექმნა შევძელით, მომავალში რა შეიძლება მოხდეს? რა თქმა უნდა, მარსი ისევ დაკარგავს მას, დაახლოებით 100 მილიონი წლის განმავლობაში. კაცობრიობის არსებობის მასშტაბებში, ეს იმდენად დიდი დროა, რომ ცდად მაინც ღირს.

განხვავებული პლანეტები, ერთნაირი წესები?

 ერთი შეხედვით, ვენერას, მარსაა და დედამიწას შორის განსხვავება აშკარაა. ერთი ცხელია, მეორე ცივი, მესამე – ადამიანის არსებობისთვის თავსებადი. ზოგადად, ისინი, საშაულო ზომის კლდოვანი პლანეტებია. დედამიწისთვის შემუშავებული კლიმატური მოდელები, სხვა პლანეტებისთვისაც გამოდგება – ატმოსფერული შრეების სისქის, ზომისა და მზემდე მანძილის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, მარსის კლიმატის ზოგიერთი ასპექტი, მკვლევართათვის ახლაც გამოცანად რჩება(უჩვეულო ღრუბელი MAVEN-მაც აღმოაჩინა).

maven orbitaze simul ”მარსმავლებიდან მიღებული მონაცემებით, თხევადი წყალი ამ პლანეტაზე დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინათ იყო, მაშინდელი მარსის ზედაპირი ზღვებითა და ტბებით არის დაფარული. თუ ადრე თხევადი წყლის ამხელა მასები იყო და ახლა აღარ არის, ატმოსფეროს ასეთი რა შეიძლებოდა დამართნოდა?”- ამბობს ჩაფინი. საქმეში აქ, ნასას კუთვნილი ზონდი MAVEN ერთვება, რომელიც მარსის ატმოსფეროს შემადგენელსა და რადიაციულ ფონს 2014 წლიდან იკვლევს. მაკკინი – ”მარსი, დამუხტული ატმოსფერული ნაწილაკების 180 გრამს კარგავს წამში. თხელი ატმოსფეროს მთლიანად დაკარგვისთვის ეს სრულიად საკმარისია, თუმცა არა ადრეული, გაცილებით სქელი ატმოსფერული ფენისთვის”(მარსის ატმოსფეროს ხვედრი;როგორ შევუნარჩუნოთ მარსს ატმოსფერო?)

დასკვნა

 როგორც არ უნდა იყოს, მარსის ტერაფორმირების საკითხი გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალოდ, პლანეტის გათბობა და დატენიანება. მცენარეებისთვის საკვებად ვარგისი ნივთიერებებით ღარიბი მარსის გრუნტი, პერსულფიდებითა და პერქლორატებით არის გაჯერებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწელი ბაქტერიები ასეთ პირობებს ვერ შეეგუება. ელონ მასკის კოლონისტებმა(ან ვინც პირველი იქნება) მარსელი ბაქტერიები რომ აღმოაჩინონ, რომელთათვისაც ტერაფორმირება დამღუპველია და ქსენობიოკულტურის უნიკალურ ნიმუშებს განადგურება დაემუქროს? მეცნიერთა ვარაუდით, დებატებსა და გეგმებს წითელი პლანეტის ტერაფორმირებისა და ათვისების შესახებ, მხოლოდ მაშინ მიეცემა სერიოზული სახე, როცა ადამიანი პირველად დაადგამს იქ ფეხს და წითელ პლანეტას თანამგზავრებისა და მარსმავლების დახმარების გარეშე გამოიკვლევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.