ყველაფერი, რაც მარსული წყლის შესახებ გაინტერესებდათ: ამ წყლის დალევა არ შეიძლება!

რა რაოდენობის წყალზეა საუბარი?

 ალბათ, ძალიან ცოტა, პლანეტის ზედაპირის დასველებას თუ ეყოფა. შემჩნეული ნაკადები 4-5 მეტრამდეა სიგანეში, ხოლო სიგრძეში 200-300 მეტრი.

შეიძლება თუ არა მასში იყოს სიცოცხლე და რა დაემართება მას, თუ ეს ნაკადები სეზონურია?

 შესაძლებელია. ჩვენ ვიცით სიცოცხლის ფორმები, რომლებსაც გვალვიან პერიოდებში ძინავთ. ჩვენს მიერ აღმოჩენილი წყალი მარილიანია, ასეთი წყალი კი მავნებელი შეიძლება იყოს ცოცხალი ორგანიზმებისთვის. არ ვიცით, თუ რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს აქაურმა სიცოცხლემ სხვა პლანეტებზე არსებულ ჰიპოთეტურ სიცოცხლეზე, ამიტომ მაქსიმალურად კარგად ვასუფთავებთ კოსმოსში გასაშვებ ხომალდებს.

შესაძლებელია თუ არა ამ წყლის დალევა ან მცენარეების საზრდოდ გამოყენება?

 როგორც ჩანს, ეს მარილი, მომწამლავი პერქლორატია. დასალევად ვარგისი, მხოლოდ გაწმენდის მერე იქნება.

თუ მარსმავალს ამ წყაროებთან მივიყვანთ, შეძლებს თუ არა ის ბიოლოგიური კომპონენტის გამოვლენას?

 ”ქიურიოსითი”-ზე (ცნიბისმოყვარობა) არ არის რაიმე ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც ცოცხალი ორგანიზმების აღმოჩენა იქნებოდა შესაძლებელი. შეუძლია დაადასტუროს, არის თუ არა იქ ნამდვილად წყალი და რამდენი ხანია ის თხევად მდგომარეობაში დღის განმავლობში.

როგორ მოხვდა ამდენი წყალი მარსის მშრალსა და გაიშვიათებულ ატმოსფეროში?

 ეს გამოცანა ჯერ ისევ ამოსახსნელი რჩება. ჰიპოთეზები ასეთია: 1) მარილები, ატმოსფეროდან იწოვს წყალს (თუმცა, მართალი ბრძანდებით, მისი რაოდენობა იქ ძალიან მცირეა); 2) წყალი, მარსის სიღრმეებიდან ამოდის.

რა იქნება შემდეგ?

 უნდა მოიძებნოს სხვა, მარილიანი სითხის მატარებელი ადგილები. დღეისათვის, მარსის მხოლოდ 3 პროცენტია მაღალი გარჩევადობით გადაღებული, რომელზეც მარსის ზედაპირის ასეთი სტრუქტურების შემჩნევაა შესაძლებელი (NASA – მარსზე, მარილიანი წყალი ახლაც მოედინება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.