მზის სისტემაში სხვა ვარსკვლავის ან ეგზოპლანეტის შემოჭრას(თავიდანვე უპატრონო მოხეტიალე პლანეტები), გამა-ანთებას ჩვენთან ახლოს ან ჩვენი მიმართულებით(ვარსკვლავური სისტემა WR 104, საფრთხე კოსმოსიდან), დედამიწაზე არსებული სიცოცხლის განადგურება შეუძლია. კატასტროფად შეიძლება მოგვევლინოს რაიმე ისეთიც, რაზეც წარმოდგენაც კი არა გვაქვს. შორს წასვლა საჭირო არ არის, სულ რაღაც 65 მილიონი წლის წინათ, დედამიწაზე ჩამოვარდნილმა კომეტამ თუ ასტეროიდმა, ლამის მთელი ბიოსაფარი აქცია ფერფლად. ცუდი არ იქნებოდა, ის მაინც გვცოდნოდა წინასწარ, რამ უნდა მოგვკლას(დინოზავრების დამღუპველი ასტეროიდის კრატერს პირველად გაბურღავენ).
ბნელი კომეტები?
აშკარაა, რომ სწრაფად მოძრავი, მოულოდნელად გამოჩენილი ობიექტი, რომელიც დედამიწისკენ მოფრინავს, სიცოცხლისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ბილ ნაპე, პოტნციურად საშიშ კოსმოსურ ობიექტებს შეისწავლის. მისი აზრით, მთელი ძალისხმევა, რომელიც დედამიწასთან ახლოს მოძრავი, მთავარი ასტეროიდული სარტყლიდან წამოსული ობიექტების კატალოგიზაციას ხმარდება, რეალური საშიშროების ამსახველი არ არის. მზის სიტემის ოთხი გაზის გიგანტის ორბიტებს შორის, უამრავი კატალოგში არ მოხვედრილი ობიექტია(კენტავრები), რომლებმაც გაფრთხილების გარეშე შეიძლება გადმოუხვიონ აქეთ. ნაპეს მტკიცებით, ამ კენტავრთა უმრავლესობა ჩვენთვის უხილავია, ამიტომ რომელიმე მათგანმა დედამიწის მონახულება თუ გადაწყვიტა, ალბათ ვეღარაფერს ვეღარ ვიზამთ.
როგორ დავინახოთ ბნელი კომეტა? ეს არ არის ჩვეულებრივი კომეტა, რომელმაც მზისკენ აიღო გეზი და მისი ნათება შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მილიარდობით წლების განმავლობაში, კენტავრმა, აქროლადი გაზების მთელი მარაგი და მასთან ერთად სინათლის არეკვლის უნარი შეიძლება დაკარგოს. თუმცა, მზე იმდენად ელვარეა, რომ საშუალო ზომის კომეტა(კენტავრი), რომელიც სინათლის 99,9% შთანთქავს, აქედან სატურნამდე მანძილზე მაინც ხილული იქნება. მზის სისტემის ყველაზე ბნელი ობიექტები, მაგალითდ, მთვარე, დიდი რაოდენობით ინფრაწითელ(სითბო) სინათლეს ირეკლავს.
დედამიწისკენ მოძრავი ბნელი კომეტიდან არეკლილი სინათლე ჩვენი თვალთახედვის არეში თუ არ ხვდება? ეს ვარიანტი ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა მაინც არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. მზესთან ახლოს, დედამიწის ტიპის პლანეტების სამყოფელთან მოხვედრილი ობიექტები – ცხელდება. ყინული დნება და კომეტისთვის დამახასიათებელ გრძელ კუდს წარმოქმნის, რომელიც მზის საწინააღმდეგო მიმართულებით არის წაგრძელებული. მას, არაპროფესიონალი ასტრონომებიც ადვილად ამოიცნობენ(PanSTARRS-ის ფართო კუდი).
კუდი რომ დამალოს, კომეტა პირდაპირ ჩვენსკენ უნდა მოდიოდეს. მზე, დედამიწა და კომეტა ერთ ხაზზე უნდა იყოს გამწკრივებული. ასეც რომ მოხდეს, ის მაინც ვერ დაემალება ასტრონომთა მახვილ თვალს, რადგან კომეტის ზედაპირიდან ამოსული ნივთიერებები სხვა მიმართულებებითაც ვრცელდება.
ტელესკოპების მიმართვა მზისკენ, ძალიან საშიშია, რადგან ოპტიკურ სისტემას, სულ მცირე ხნით პირდაპირი სხივების მოქმედების ქვეშ მოხვედრაც კი დააზიანებს. თუ რაიმე ობიექტი, კომეტა, ასტეროიდი, კენტავრი, მერკურის ფრაგმენტი, მზეს შემოუვლის და ჩვენი მიმართულებით აჩქარდება, მისი დაფიქსირება ნასასეული ”სტერეოს” მსგავსი კოსმოსური აპარატების საშუალებით უნად მოხდეს(მზის მთლიანი გამოსახულება; ISON-ი STEREO-A-დან).
ამ მომენტისთვის, მოკლე პერიოდში ასტეროიდის ან კომეტის ორბიტის გადახრის ტექნოლოგია არ არსებობს, ამიტომ მათზე მეთვალყურე აპარატები მზის სისტემის სხვადასვა ადგილებზე უნდა იყოს განთავსებული, რითაც ყველაფრის დანახვას შევძლებდით, რაც ჩვენი მიმართულებით მოძრაობს. ინფრაწითელ დიაპაზონში მთელი ცის გულდასმით კვლევა, კენტავრების სრული კატალოგიზაციის საშუალებას მოგვცემს, ხოლო 2020 წლისთვის დაგეგმილი მისია WFIRST, შორ მაძნილებზე მდებარე საშიში ობიექტების რუკის შედგენაში დაგვეხმარება. შანსი იმისა, რომ რაიმე ზემოქმედების გამო თავისი ორბიტიდან გადმოგდებული რომელიმე ობიექტი პირდაპირ ჩვენსკენ წამოვა, უკიდურესად მცირეა, გრძელპერიოდიანი კომეტისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის ორბიტას შეიძლება კვეთდეს.
სვიფთ-თუთლის კომეტა, რომელიც პერსეიდების მეტეორტიული ნაკადის წყაროა, კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე უფრო საშიში ობიექტია. მისი ვარდნის შემთხევავში, 20-ჯერ მეტი ენერგია გამონთავისუფლდება, ვიდრე დინოზავრების მკვლელ ასტეროიდთან 65 მილიონი წლის წინათ მომხდარი შეჯახებისას გამოიფრქვა. ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ. მთლიანობაში, არანაირი ბნელი კომეტა ჩვენ ვერ დაგვემუქრება, თუ ფხიზლად ვიქნებით. ათას წელიწადზე მეტი მაინც გვაქვს იმისათვის, რომ საიმედო დაცვის მექანიზმები შევქმნათ(კომეტები; პლანეტარული დაცვა: ასტეროიდული პატრული(მრისხანე იკაროსი)).