პერსეიდების მოქმედების მაქსიმუმი ახლოვდება. აგვისტოს ვარსკვლავთცვენისას მთვარე არ იქნება, რაც ამ შთამბეჭდავი ნაკადის დაკვირვებისთვის კარგ პირობად შეიძლება ჩაითვალოს. ნაკადის აქტიურობა 17 ივლისიდან 24 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო მაქსიმუმი კი 12-13 აგვისტოს იქნება, პერსევსის თანავარსკვლავედის(რადიანტი) მიმართულებით. მეტეორიტების სიჩქარე 59 კმ/წმ. შეადგენს(სწრაფი, თეთრი მეტეორიტები). პერსეიდები, კომეტა 109P/სვიფტ-ტუტლის პერიჰელიუმში გავლას უკავშირდება. მისი ორბიტული პერიოდი 130 წელია, ამჟამად, კომეტა მზის სისტემის კიდეებისკენ მიემართება, რის გამოც წლიდან წლამდე ნაკადის ინტენსიურობა მცირდება. 2018 წელს ძირითადი მაქსიმუმი 12-13 აგვისტოს შუა ღემს იქნება(დასაზუსტებელია astronet.ge).
