სიცოცხლე – მატერიის განსაკუთრებული, აქტიური ფორმა, ამ თვალსაზრისით, უმაღლესი, მისი არსებობის ფიზიკურ და ქიმიურ ფორმებთან შედარებით. უჯრედში მიმავალი ფიზიკური და ქიმიური პროცესების ერთობლიობა, რაც უჯრედში ნივთიერებათა ცვლასა და მის გამრავლებას განაპირობებს (სიცოცხლე).
ამერიკელმა გეოფიზიკოსებმა, დედამიწაზე არსებული ნახშირბადის წარმოშობა დაადგინეს, რომელიც ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების მთავარი ელემენტია (eurekalert.org).
დაახლოებით 4,4 მილიარდი წლის წინ, მერკურის ზომის პროტოპლანეტა (ემბრიონი: პლანეტის ჩასახვა) დედამიწას შეეჯახა, რამაც ამ უკანასკნელიდან გამქრალი ნახშირაბდის შემცველობა ისევ გაზარდა.
მეცნიერები ამ დასკვნამდე ციური სხეულის ევოლუციის მოდელირებით მივიდნენ, რომლის ფორმირება მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში ხდებოდა. განვითარების ადრეულ ეტაპებზე, ასეთ პირობებში მოხვედრილი ნახშირბადი ან კოსმოსში უნდა გაფანტულიყო, ან პლანეტის ბირთვში უნდა შეეღწია.
დედამიწას ამ ქიმიური ელემენტით გამდიდრება, მხოლოდ მერკურის მსგავს ობიექტთან შეჯახებით შეეძლო, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად ბირთვისგან შედგებოდა, ორივეს მანტიების ერთმანეთში გაზავებით. ამითვე აიხსნება, რატომ არის ჩვენი პლანეტა ახლაც ამ ქიმიური ელემენტით მდიდარი.
მერკური, მზის სისტემის ყველაზე მსუბუქი და პატარა პლანეტაა. მისი საშაულო სიმკვრივე დაახლოებით ისეთივეა, როგორც დედამიწის. სხვა პლანეტებისგან ის დიდი ზომის მეტლის ბირთვით გამორჩევა, რომელზეც პლანეტის რადიუსის 85% მოდის. შედარებისთვის, დედამიწის დიამეტრის ნახევარის მი ბირთვზე მოდის (მოკლედ მზის სისტემის შესახებ; დედამიწის ატმოსფერო თეიამ დაშალა?).