ფრანგმა და ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა პირველი მტკიცებულება წარმოადგინეს იმისა, რომ ირმის ნახტომმა, მგონი, კვდომა დაიწყო(New Scientist).
დაახლოებით ათი მილიარდი წლის წინ, გალაქტიკის სქელი დისკოს ფორმირების მერე, ნახევარი-ორი მილიარდი წლით მოგვიანებით, მასში ვარსკვლავების წარმომქმნელი პროცესების სიჩქარე ათეულობითჯერ შემცირდა(ირმის ნახტომის ”ქრონორუკა”).
შემდეგ, მნათობთა გაჩენა ისევ გაგრძელდა, თუმცა გაცილებით ნაკლები სიჩქარით მიმდინარეობდა და გალაქტიკის თხელი დისკოს ფორმირება მოახდინა. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები, ცის ციფრული დამზერის სლოანისეული(SSDS. ჩვენი გალაქტიკის მადა და სლოანის ტელესკოპი) პროგრამით მიღებული მონაცემების ანალიზის მერე მივიდნენ(ვარსკვლავური აკვანი მშვილდოსანში).
გალაქტიკამ ზრდა მაშინაც შეიძლება შეწყვიტოს, როცა ვარსკვლავების ფორმრიებისათვის საჭირო გაზის მარაგები ჯერ კიდევ არის მასში(გალაქტიკათშორისი გაზსადენი). ირმის ნახტომის აქტიურობის კლება, ასტრონომთა აზრით, გალაქტიკის ზემოთ ხსენებულ დისკოებს შორის უჩვეულო ურთიერთ დინამიკამ გამოიწვია(ანემიური NGC 4921).
ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი, გრავიტაციასა და სხვა მოვლენებს შორის ბრძოლამდე დადის, მაგალითად, ტურბულენტობასთან” – ამბობს ქეთრინ ალათალო(კარნეგის ობსერვატორია პასადენაში, ა.შ.შ.)(გალაქტიკის მკვრივი ბირთვი – ვარსკვლავების ფორმირების შეწყვეტის ინდიკატორი; ირმის ნახტომის ევოლუცია სხვა გალაქტიკების მიხედვით).