ოთხი გალაქტიკა

 დედამიწის ღამის ცაზე, M81 ერთ-ერთი ყველაზე უფრო ელვარე გალაქტიკაა. ირმის ნახტომის ზომის M81, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ამ ძალიან მკაფიო გამოსახულებაზე, გალაქტიკის მოყვითალო ბირთვი, მოცისფრო სპირალური მკლავები, ვარდისფერი ვარსკვლავთ წარმომქნელი რეგიონები და კოსმოსური მტვრის ფართო ზოლები დაიმზირება. დასახელებული სტრუქტურები, ზომით ირმის ნახტომისას შეიძლება შევადაროთ. სხვა სპირალური დეტალებისგან განსხვავებით, მტვროვანი ზოლი პირდაპირ გალაქტიკის დისკოზე გადის, რაც მის ბობოქარ წარსულზე მეტყველებს. ასე გამოკვეთილი მტვროვანი ძარღვი, მეზობელ დიდ გალაქტიკასთან – M82, გრავიტაციული ურთიერთქმდების შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი. M81-ში არსებულ ცვალებად ვარსკვლავებზე გულდსამით დაკვირვებით, სხვა გალაქტიკამდე ზუსტი მანძილის დადგენა მოხერხდა – 11,8 მილიონი სინათლის წელი. გამოსახულებაზე, ჯუჯა გალაქტიკა თანამგზავრი – ჰოლმბერგ IX, გალაქტიკის ზედა ნაწილზე დაიმზირება.

ელვარე ზეახალი M82-ში

 2014 წლის 23 იანვარს გაკეთებულ ამ ფოტოსურათზე, ისრით, ზეახალია ნაჩვენები, რომელიც ახლახანს, ასევე ელვარე გალქტიკა M82-ში აინთო და კატალოგში SN 2014J-ის სახელით შევიდა. M82, დედამიწის ცაზე დიდი დათვის თანავარსკვლავედთან(დიდი ციცხვი, ან კოვზი) ახლოს მდებარეობს, მას, გალაქტიკა სიგარასაც უწოდებენ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროელ, მცირე სიმძლავრის ტელესკოპებით შეიარაღებულ, ასტრომოყვარულთა შორის ეს ობიქტი საკმაოდ პოპულარულია. ზეახალი SN 2014J პირველად შეამჩნიეს როგორც უჩვეულო წყარო გალაქტიკის ჩვეულ გამოსახულებაზე. გალაქტიკამდე მანძილი დაახლოებით 12 მილიონი სინათლის წელია, ანუ ზეახლის აფეთქება 12 მილიონი წლის წინათ მოხდა, თუმცა მისმა სინათლემ მხოლოდ ახლა მოაღწია დედამიწამდე.

                                                                ქართველი ასტრომოყვარულის(..) მიერ გადაღებული m82 ზეახლით მასში.

 SN 2014J, თავის მხრივ, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აფეთქებულ ზეახლებს შორის ერთ-ერთი უახლოესია(SN 1987A; PTF11kly; SN 2011fe). სპექტრული დაკვირვებებით დგინდება, რომ ის Ia-ს ტიპის ზეახლებს ეკუთვნის, ანუ აფეთქდა თეთრი ჯუჯა(ჩანდრასეკარის ზღვარი), რომელიც კომპანიონ ვარსკვლავს მატერიას ”ჰპარავდა”(ზეახალი ვარსკვლავი).

 ეს გალაქტიკა ასე ძალიან რამ შეაშფოთა? ცნობილია, რომ ის უფორმო გალაქტიკაა, ნომრით M82 მესეს კატალოგში. მასზე ზემოქმდება, თავისი ძლიერი გრავიტაციით, დიდმა სპირალურმა გალაქტიკა – M81-მა მოახდინა. თუმცა ამ ორი გალაქტიკის ოდესღაც ერთმანეთთან მიახლოების ამბავი ვერ ხსნის მისი ცენტრიდან ამოსული მოწითალო გაზების ბუნებას. ეს შეიძლება იყოს ერთად თავმოყრილი ვარსკვლავური გაზების ნაკადები, რომლებიც საბოლოოდ ერთ მთლიან სუპერქარად გადაიქცა. წარმოდგენილ ფოტომოზაიკაზე სფეციფიური წითელი ფერი გაძლიერებულია, რომელიც იონიზირებული წყალბადისთვისაა დამახასიათებელი. მოწითალო ბოჭკოვანი სტრუქტურები სივრცეში 10 000 სინათლის წლის მანძილზეა გაბნეული. “სიგარას” სახელით ცნობილი გალაქტიკა ჩვენიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა. ძალიან კაშკაშაა ინფრაწითელ დიაპაზონში. ხილულ სპექტრში მისი დანახვა, პატარა ტელესკოპითაც, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით არის შესაძლებელია.

 IC 2574: კოდინგთონის ნისლეული

 ვარსკვლავები, პატარა და უფორმო გალაქტიკებშიც იბადება. ჯუჯა გალაქტიკა IC 2574-ში, ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესების აშკარა ნიშნები დაიმზირება, რაზეც მოვარდისფეროდ მანათობელი წყალბადის ღრუბლები მეტყველებს.

 როგორც დიდი გალქტიკების სპირალურ მკლავებში, ვარსკვლავთ წარმომქმნელი რეგიონების ტურბულენტური ზონები IC 2574-ში, ვარსკვლავური ქარითა და ზეახლების აფეთქებათა ნარჩენებით არის სავსე. ზეახლების მიერ ვარსკვლავთშორის სივრცეში გაფრქვეული მატერია, სხვა, ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესებს უწყობს ხელს. IC 2574 ჩვენიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს და გალაქტიკა M81-ის გარშემო მდებარე გალაქტიკების ნაწილად ითვლება. სამყაროს ეს შესანიშნავი კუნძული, სულ რაღაც 50 000 სინათლის წლის ზომით, ამერიკელმა ასტრონომმა ედუინ კოდინგთონმა 1898 წელს აღმოაჩინა და მისსავე სახელს ატარებს.

გალაქტიკა გამოცანა

 რატომ არის NGC 4696 ასეთი უცნაური ფორმის? როგორ წარმოიქმნა გალაქტიკიდან გამომავალი უცნაური კაპილარული ძაფები? და რა როლს თამაშობს ზემასიური შავი ხვრელი მისი ფორმის ჩამოყალიბებაში? ტელესკოპის – ”ჰაბლი”, გაუმჯობესებული კამერით გადაღებულ სურათზე არა მარტო გალაქტიკური კლასტერი(ჯგუფი), კენტავრის ყველაზე დიდი წევრი, NGC 4696 ჩანს, არამედ სხვა მრავალი ობიექტიც.

 NGC 4696 ელიფსური გალაქტიკაა. არ გააჩნია რთული სტრუქტურა, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები არ მიმდინარეობს, თავისი სპირალური ფორმის მოძმეებისაგან განსხვავებით. ელიფსური გალაქტიკები, სპირალურების გაერთიანებით ჩნდება, ამ დროს, გაზისა და მტვრის ღრუბლების შეერთება იწვევს ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესების დაჩქარებას, გაზები ვარსკვლავებში იყრიან თავს და ვარსკვლავთ წარმოქმნა წყდება, ამიტომ ასეთი ტიპის გალაქტიკებში ხნიერი ვარსკვლავები უფრო ჭარბობს.


NGC 4696.

 NGC 4696 სხვა ასეთი ფორმის გალაქტიკებზე საინტერესოა. უზარმაზარი ზოლები, 30 000 სინათლის წლის ზომებით, არის მისი დამახასიათებელი, სხვებისაგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი. სხვადასხვა დიაპაზონში დაკვირვებით ზოლებში თხელი, იონიზირებული წყალბადის ”ძაფები” აღმოაჩინეს. გალაქტიკის ცენტრიდან ამოტყორცნილ და ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი მატერიის ჭავლებს(M87) ზემასიური შავი ხვრელი ქმნის. რენტგენის დიაპაზონში თუ დავათვალიერებთ, დიდ სიცარიელეებს აღმოვაჩენთ, რაც ხსენებული ჭავლების კოლოსალურ სიმძლავრეზე მეტყველებს.

კოსმოსური ბზარი

 ლინზასმაგვარი გალაქტიკა NGC 4452, ამ ფოტოზე, გვერდიდან მოჩანს, ამიტომ ის თავისებურ ”კოსმოსურ ბზარს” ჰგავს. კარგად ჩანს კაშკაშა ბირთვი და თხელი დისკო, დედამიწელ დამკვირვებელს იგი წარმოუდგება, როგორც პირდაპირი ხაზი. NGC 4452 უილიამ ჰერშელმა 1784 წელს აღმოაჩინა. ობიექტი აღწერა, როგორც პატარა და ძალიან წაგრძელებული ნათელი ნისლეული. NGC 4452 ქალწულის გალაქტიკური გროვას წევრია, რომელიც დედამიწიდან 60 მილიონი სინათლის წლის მანძილთაა დაშორებული და დაახლოებით 2000 გალაქტიკას შეიცავს.

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.