New Horizons(ახალი ჰორზინონტები) უკვე, წარმატებულ მისიად აღიარეს. ამით NASA მზის სისტემის ზოგად მონიტორინგს ასრულებს და ყველა ავტომატური კოსმოსური ხომალდიდან მიღებული მონაცემების დეტალურ კვლევაზე ახდენს კონცენტრირებას.
კოსმოსის კვლევა 1959 წლიდან დაიწყო, როდესაც ა.შ.შ. და სსრკ-მ თავიანთი ზონდები მთვარისკენ გააგზავნა. ამის მერე, ამ და სხვა ქვეყნების ათეულობით აპარატი გაიგზავნა სხვა პლანეტების(კაცობრიობა მზის სისტემას იკვლევს), ასტეროიდებისა(”ჰაიაბუსა”) და კომეტებისკენ(67Р/ჩურიუმოვ-გერასიმენკო, უცხოპლანეტელთა საცხოვრისი?!; კომეტებზე მონადირენი; პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები).
რა უნდა შევისწავლოთ მზის სისტემაში პლუტონის მერე? სამწუხაროდ, არცერთი ქვეყნის კოსმოსური სააგენტოების რეალურ გეგმებში არ არის გათვალისწინებული ზონდების გაგზავნა იუპიტერის ორბიტის იქეთ.
_ექსპერტთა თქმით, მთვარე, მარსი და იუპიტერი თავიანთი თანამგზავრების ჩათვლით, ბევრ საიდუმლოს მალავს და მათი კვლევა ხარისხობრივად მაღალ დონეზე შეიძლება იქნას აყვანილი. გარდა ამისა, მარსი, ასევე იუპიტერის თანამგზავრი ევროპა, არამიწიერი მიკროორგანიზმების პოტენციურად შესაძლო წყაროებად განიხილება(სიცოცხლის კვალი მარსზე?; NASA-ს გველთევზა რობოტი ევროპის ოკეანის მარილიანობის შესასწავლად).
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე სამეცნიერო მისიების ეფექტურობა და მასობრივი ინფორმაციის საშაულებათა როლი მათში საგრძნობლად გაიზარდა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ არანაირი პოპულისტური მისიები, მაგალითად, ყველგანმავლების გაგზავნა ვენერაზე და წყალქვეშა ნავის ჩაშვება ტიტანის ოკეანეში, უახლოესი ათწლეულების მანძილზე არ მოხდება. მათი აზრით, თეორიულად, ეს ღონისძიებები განხორციელებადია, თუმცა უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს.
მეცნიერთა თქმით, აუცილებელია დავიცვათ ბალანსი მისიის მეცნიერულ დანიშნულებასა და ამ მისიების მხრიდან საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებადობას შორის. მაგალითად, ”იუნონა”, რომელიც იუპიტერს 2016 წელს მიაღწევს, სატურნის ორბიტაზე მოძრავი ”კასინისგან” განსხვავებით, ლამაზ-ლამაზი ფოტოების გადასაღებად არ გაუგზავნიათ.
მზის სიტემის ფარგლებს გარეთ, უახლოს ვარსკვლავურ სისტემაში – კენტავრის ალფა, რომლამდე მანძილი 4 სინათლის წელია, მინიმუმ ორი ეკზოპლანეტა მაინც უნდა იყოს(ყველაზე კომპაქტური სისტემა და უახლოესი ვარსკვლავის პლანეტა). ახლანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სისტემამდე მისაღწევად ასი ათასამდე წელი იქნება საჭირო. მისი ღირებულება აშკარაა, რომ ძალიან მაღალი იქნება, ხოლო მისია – უკიდურესად რისკიანი. ასე რომ, ჯერჯერობით, კაცობრიობა იძულებულია მზის სიტემის შიგნით დარჩეს და კვლევები მის შიგნით გააგრძელოს.