ეს სამი ელვარე ვარსკვლავი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცაზე, ყველასთვის ცნობილ ასტერიზმს – ზაფხულის სამკუთხედს ქმნის. ალტაირი, დენები და ვეგა – თავიანთი ნისლეულების – არწივი, გედი და ქნარი, ყველაზე ელვარე ვარსკვლავებია. ხილული ელვარებით თითქმის ერთნაირ ვარსკვლავებს, რა თქმა უნდა, განსხვავებული ვარსკვლავური ისტორია აქვს. გარეგნულად მსგავსი ვარსკვლავების ნათობა და დაშორების მანძილები განსხვავებულია. მთავარი მიმდევრობის ჯუჯა ვარსკვლავი ალტაირი, ათჯერ ელვარეა მზეზე და ჩვენიდან 17 სინათლის წლით არის დაშორებული. მზეზე 30-ჯერ ელვარე ვეგაც ჯუჯა ვარსკვლავია და 25 სინათლის წლის იქეთ მდებარეობს. ზეგიგანტი დენები, 54 ათასი მზის ნათობით, 1400 სინათლის წლით არის დაშორებული დედამიწას. რა თქმა უნდა, ზაფხულის სამკუთხედის ვარსკვლავთა მოცისფრო-თეთრი ფერი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი მზეზე ცხელია (ვარსკვლავიერი სიდიდე; ვარსკვლავი; ალნიტაკი, ალნილამი, მინტაკა; სირიუსი).
ზაფხულის სამკუთხედის ვარსკვლავები
Posted by