ასტრობიოლოგია: იშვიათი სახეობა

 კოსმოსური აპარატი MAVEN-ი მარსის ორბიტზე გავიდა, NASA მონაცემების შესაგროვებლად ემზადება, რომლებიც ამ პლანეტის ატმოსფეროს ისტორიაში გაგვარკვევენ. 2014 წლის 21 სექტემბერს მავენის ჯგუფმა მარსის ატმოსფეროს დეგრადაციის შესწავლა დაიწყო, ასევე გასარკვევია როდის და როგორ გაქრა წითელ პლანეტაზე წყალი. უკიდურესად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გახდა მარსი სიცოცხლისათვის უვარგისი (რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?).

 მავენი იმ მისიათგან ერთ-ერთია, რომლებშიც ასტრობიოლოგები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. NASA-ს განმარტებით ასტრობიოლოგია არის ”სიცოცხლის წარმომავლობის, ევოლუციის, გავრცელებისა და მისი მომავლის” შემსწავლელი მეცნიერება. სააგენტოში ამ დისციპლინას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, თუმცა, ასტრობიოლოგები უკიდურესად იშვიათ სახეობას ეკუთვნიან.

tarasashvili
ქართველი ასტრობიოლოგი მარიკა ტარასაშვილი(მისი პოსტები astronet.ge-ზე).

 ასტრობიოლოგია მეცნიერების ნაწილად რამდენიმე ათეული წლის წინათ იქცა. არამიწიერი სიცოცხლის ძიებით NASA წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან არის დაკავებული, მაშინ ამ დარგს ეკზობიოლოგიას უწოდბდნენ. არამიწიერი გონის ძიებით არის დაკავებული ინსტიტუტი SETI, თავისი საქმიანობა წინა საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ამ ორგანიზაციას მაშინაც ეჭვის თვალით უყურებდნენ.

 დღეისათვის, ასტრობიოლოგია ფართოდ გავრცელებული დისციპლინაა. მარსის ორბიტალური აპარატები და მარსმავლები, მიკროორგანიზმების გაყვანა კოსმოსში, სიცოხლისათვის თავსებადი პლანეტების ძებნა – თანამედროვე მსოფლიოში ამ საქმეებით სწორედ ასტრობიოლოგები არიან დაკავებულნი.

 აღსანიშნავია, რომ ფართოდ გავრცელებული ყოვლისმომცველს არ ნიშნავს. ასტრობიოლოგია, მეცნიერების ურთულესი დარგია, რომელში მოხვედრა ძალიან ძნელია. როგორც წესი, უნივერსიტეტებში ამას არ ასწავლიან. დოქტორების რაოდენობაც მცირეა, არ არის მეცნიერული ხარისხებიც. არამიწიერი სიცოცხლის ძებნა, ჩვეულებრივ, არა ასტრობიოლოგების, არამედ იმ ჯგუფების ძალისხმევით ხდება, რომლებშიც ბიოლოგები, გეოლოგები, ქიმიკოსები, ასტრონომები, ფიზიკოსები და სხვები ხვდებიან.

 იმის გამო, რომ NASA თავისი სამუშაოს ასტრობიოლოგიურ ასპექტს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ამ დარგისადმი ინტრესი ძლიერდება. დამწყებ მეცნიერებს კოსმოსური ბიოლოგია მისი ფანტასტიკური კატეგორიებისადმი კუთვნილებით ხიბლავს.

 ასტრობიოლოგის ტიპიური სამუშაო დღე – კოსმოსური ტელესკოპებიდან და მარსის ორბიტაზე მდებარე თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი, კომპიუტერული მოდელების შემუშავება და აკვალაგით ყვნითვა, არქტიკაში გამგზავრება და მუშაობა.

 ასტრობიოლოგთა უმრავლესობა NASA-ში ან სასწავლო ორგანიზაციებში მუშაობენ, თუმცა, ზოგიერთი მათგანის სამუშაოს კერძო ფონდებიც აფინანსებენ. დაკავებულობის მიუხედავად, ასტრობიოლოგია ძალიან ვიწრო წრეს წარმოადგენს, რომელშიც ორგანიზაციები და მენციერთა ჯგუფები მჭიდრო ერთობად არიან შეკრულნი, იქნება ეს ფინანსირების წყაროები, ერთობლივი მცდელობები თუ NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტის(NAI) მსგავსი ორგანიზაციები. ეს ინსტიტუტი, ონლაინის რეჟიმში მომუშავე პარტნიორი ინსტიტუტებისა და ჯგუფების ერთობას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი, არიზონას უნივერსიტეტიდან, სწავლობს ელემენტებს, რომლებიც დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ძირითად სამშენებლო მასალას წარმოადგენენ: ნახშირბადი, აზოტი, ფოსფორი, რკინა, ასევე ამ ელემნტთა ხელმისაწვდომობის თანაფარდობასა და მათ კავშირს წყალთან. ამ კვლევაზე დაყრდნობით არიზონას ჯგუფი კომპიუტერულ მოდელს ქმნის, რომლითაც ხდება პროგნოზირება, შეიძლება თუ არა კონკრეტულ ვარსკვლავურ სისტემაში იყოს სიცოცხლისათვის თავსებადი ეკზოპლანეტა.

 სხვა კვლევები ტარდება ინსტიტუტში – SETO. პლანეტოლოგი ნატალი კბროლი, მაგალითად, ყველაზე უფრო მაღალმთიანი ვულკანების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელია. ყველაფერთან ერთად მისი სამუშაო 6000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტბებში ყვინთვასაც მოიცავს, რათა გაარკვიოს, როგორ ახერხებენ ცოცხალი ორგანიზმები ექსტრემალური პირობების ატანას.

 მარსის ინსტიტუტი არქტიკის მაღალ განედებზე კარვების ქალაქებს ქმნის, უკაცრიელ კუნძულზე, სახელად დევონი. აქ ”პოლარული უდაბნოს” პირობებს სწავლობენ, რომელიც ზოგიერთ ასპექტში, მარსული პირობების მსგავსია(ასტრობიოლოგია ატაკამას უდაბნოში).

 SETI-ს ასტრონომს დენ ვერთჰაიმერს ასეთ ექსტრემალურ პირობებში მოღვაწეობა ნამდვილად არ უწევს. უკვე არა ერთი ათეული წელია, რაც რადიოტელესკოპებიდან მიღებულ მონაცემთა მასივში არამიწიერი ცივილიზაციების გამოგზავნილ სიგნალებს ეძებს, თუმცა, უშედეგოდ. მის მიერ წელს გაკეთებული განცხადებით: ”შესაძლებელია, სიგნალების დაფიქსირებას მხოლოდ რამდენიმე წელი გვაშორებდეს”.

 ვერთჰაიმერმა სისტემა SETI@home შექმნა, რომელიც რადიოტელესკოპებიდან მოსულ მონაცემებს კომპიუტერების მფლობელებს(მოხალისეებს) უგზავნის, რათა მათი გამოთვლითი სიმძლავრეც იქნეს გამოყენებული(WOW და სხვა სიგნალები…).

 ერთი რამ ნათელია: ასტრობიოლოგია სულ სხვა მეცნიერული დისციპლინიდან იწყება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.