მარსის ახალი ხელოვნური თანამგზავრი

 2013 წლის 18 ნოემბერს გაშვებულმა კოსმოსურმა აპარატმა MAVEN(მარსული ატმოსფეროს ევოლუციისა და აორთქლების შემსწავლელი მისია)-მა თავისი საპლანეტთაშორისო მოგზაურობა დაასრულა, ის მარსის მაღალ ელიფსურ ორბიტაზე 21 სექტემბერს გავიდა(”მავენი” და ”მანგალიანი” მარსის ორბიტაზე გავიდნენ). MAVEN-ის ულტრაიისფერი დიაპაზონის ინსტრუმენტმა ატმოსფეროს ზედა ფენების დაგეგმილი კვლევა უკვე დაიწყო. ეს გამოსახულებები 36500 კილომეტრის სიმაღლიდან არის გადაღებული. ფოტოები, მიღებული ულტრაიისფერი გამსოხივების სამ დიაპაზონში, ხელოვნური ფერებით არის წარმოდგენილი და წყალბადის(ცისფერი), ჟანგბადისა(მწვანე) და ზედაპირის(წითელი) მიერ არეკლილ სინათლეს გვიჩვენებენ. მცირე მასის მქონე წყალბადის ატომები კოსმოსში გადიან, ხოლო უფრო მასიური ჟანგბადი ზედაპირთან, მარსის გრავიტაციით არის შეკავებული. ეს წყალბადი და ჟანგბადი წყლისა და ნახშირორჟანგის(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?) დაშლის პროდუქტები არიან. MAVEN-ის მიერ მიღებული მონაცემები, წყლის კარგვის ტემპის დადგენაში დაეხმარებათ მეცნიერებს. ეს აპარატი წითელი პლანეტის გაიშვიათებული ატმოსფეროს ზედა ფენებს შეისწავლის. იონოსფეროსა და ურთიერთქმედებას მზის ქართან(მრისხანე მზე; მარსის შემსწავლელი ფლოტი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.