ამერიკელმა მეცნიერებმა მთვარის ფორმის ცვლილება შეისწავლეს, რომელიც დედამიწის მხრიდან გრავიტაციული ზემოქმედებით ხდება.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დედამიწისეული მიზუდულობის ძალით გამოწვეული მოქცევის სიდიდე მთვარის ორივე მხარისთვის(მთვარის მეორე მხარე) 51 სანტიმეტრს უტოლდება. იმის გამო, რომ მთვარე სულ ერთი მხრით არის მობრუნებული დედამიწისკენ, თანამგზავრის ზედაპირზე წარმოქმნილი ამოზნექილობა თითქმის არ გადაადგილდება, მისი რყევები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრია.
მთვარე ყველა ობიექტს იზიდავს – მასოფლიო მიზიდულობის ძალით(გრავიტაცია). მოძრაობს რა დედამიწის გარშემო, მთვარე ყოველთვის 3%-ით უფრო ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან, რომელის მხარესაც მდებარეობს. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება ვიდრე საპირისპირო. მოქცევის ძალად წოდებული ეს ძალა, დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ამის გამო ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის(30 სმ) ამოზნექილობები, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობს. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS-ით და ლაზერული სიმაღლის საზომი საშუალებებით კოსმოსიდან, ამ მოძრავი, მოქცევის ტალღის ზომების დაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით ხდება.
კვლევებში მეცნიერებმა მთვარის ორბიტალური მზვერავისა(LRO) და მთვარის გრავიტაციის შემსწავლელი(GRAIL) ზონდების მონაცემები ერთმანეთს შეუთავსეს. LRO-ს საშუალებით მთვარის ზედაპირის 350 ათასზე მეტი უსწორმასწორობა იქნა გამოკვლეული( შედგენილია მთვარის სრული 3D რუქა), LRO-ს სიმაღლის ზუსტი კოორდინირება კი GRAIL-ებით ხორციელდებოდა.
სხვა პლანეტების თანამგზავრებთან შედარებით, მთვარე საკმაოდ დიდი ობიექტია. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა-მზეს შორის მიზიდულობის ძალა 200-ჯერ აღემატება დედამიწა-მთვარის მიზიდულობას, სიახლოვის გამო გრავიტაცუილი ველის არაერთგვაროვნებანი დედამიწაზე მოქცევით მოვლენებს იწვევს, განსაკუთრებით კარგად შესამჩნევს ჰიდროსფეროში, ასევე ორივე ობიექტის ფორმათა ცვლილებებსაც.
მთვარეზე მიმდინარე მოქცევითი მოვლენები ორბიტალური აპარატების სშუალებით პირველად იქნა შესწავლილი. სპეციალისტების მიერ მიღებული შედეგები, მთლიანობაში, ხსენებულ ამოზნექილობაზე არსებულ წარმოდგენებს ემთხვევა(LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა;ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).