მთვარის მეორე მხარე

 მთვარის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო,დედამიწის ირგვლივ მის ბრუნვასთან არის სინქრონიზირებული, ამიტომ დედამიწელების მხარეს ყოველთვის კარგად ნაცნობი, ხილული მხარით არის მობრუნებული. ეს მკაფიო გამოსახულება, შედგენილი „მთვარის ორბიტალური მზვერავის“ მიერ გადაღებული ფოტოებით, მთვარის მეორე მხარეს  სრულად წარმოგვიდგენს(მთვარის მეორე მხარის ამოხსნა), ის, 15 ათასზე მეტი სურათისგან შექმნილი, მთვარის მთლიანი გამოსახულების მოზაიკის ნაწილია(მბრუნავი მთვარე LRO-სგან). მაღალი გარჩევადობის ფოტოებზე წრფივი მასშტაბი 100 მეტრს შეესაბამება პიქსელზე. mtvaris meore mxareუსწორმასწორო და დამსხვრეული უხილავი მხარე სრულიად არ ჰგავს ხილულს, რომელიც ბნელი და ვაკე მთვარის „ზღვებით“ არის დაფარული. როგორც ჩანს, მეორე მხარეზე ქერქი უფრო სქელია და გამდნარ ნივთიერებებს ზედაპირზე ამოდინება უძნელდებოდა, რათა სწორზედაპირიანი „ზღვები“ წარმოექმნა(როგორ გაჩნდა მთვარე; ტყუპმა ზონდებმა მთვარის ქერქის სისქე დააზუსტეს; რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?; კიდევ მთვარეზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.