ორი დამოუკიდებელი ჯგუფის მკვლევართა აზრით, რომლებმაც გახმაურებული ნამუშევრის შედეგების ანალიზი ჩაატარეს, პოლარული ობსერვატორია BICEP2-ის მიერ მიღებული მონაცემები (ტელესკოპმა გრავიტაციული ტალღები „დაინახა“), ”პირველადი” გრავიტაციული ტალღების არსებობის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
ასტრონომები, რომლებმაც ”დიდი აფეთქების ექოს” (რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?) – გრავიტაციული ტალღების, აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება, გალაქტიკური მტვრის ზემოქმედება მხედველობაში არ მიიღეს. შემდგომი კვლევები, შესაძლებელია, საძიებელი სიგნალის ”მტვროვანი” ხმაურიდან განცალკევების საშუალებას მოგვცემს, ხოლო ამ ნამუშევრის ავტორთა დასკვნები არასამკარისადაა დასაბუთებული.
რელიქტური გამოსხივების პოლარიზაციის ძლივს შესამჩნევი ხვეულები (B-მოუდი), გრავიტაციულ ტალღებად იქნა მიჩნეული. ამ ტალღების აღმოჩენა კი ინფლაციური მოდელისა (ყოვლისშემძლე ინფლაცია) და გრავიტაციის კვანტური ბუნების საუკეთესო მტკიცებულება იქნებოდა. თუმცა, მეცნიერთა სხვა ჯგუფებმა დაადგინეს, რომ პოლარიზაციის იგივე ”ხვეულები” მტვრისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელიც მთელს ირმის ნახტომშია მიმოფანტული (გველისმაგვარი ხვეულები ჩვენს გალაქტიკაში).