სამწუხაროდ, არცერთი მათგანი დამტკიცებული არაა და ექსპერიმენტულად შემოწმებაც ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, ისინი მენციერებისთვის ცნობილ კანონებსა და მოვლენებს ეფუძნება.
დროის მანქანა: თიფლერის ცილინდრი
თიფლერის ცილინდრის საფუძველზე შექმნილი მანქანის გამოსაყენებლად, დედამიწა უნდა დავტოვოთ და კოსმოსური ხომალდით გავეშუროთ ცილინდრისკენ, რომელიც ბრუნავს. ცილინდრის ზედაპირთან მიახლოების(მისი გარემო სივრცე დეფორმირებული იქნება) მერე, რამდენიმე წრე უნდა დავარტყათ მას და ისევ დედამიწისკენ წამოვიდეთ. ჩვენ წარსულში დავბრუნდებით. რამდენად შორეულ წარსულში, იმაზეა დამოკიდებული, რამდენჯერ შემოვუფრენეთ ცილინდრს. დრო თითქოს ჩვეულებრივ, წინ მიდის, სანამ ცილინდრის გარშემო ვმოძრაობთ, დეფორმირებული სივრცის მიღმა აუცილებლად წარსულში წავალთ. ეს იგივეა, რომ წრიულ კიბეზე ავდიოდეთ და ყოველი სრული წრის მერე ერთი საფეხურით დაბლა დავეშვათ.
ლოკალური გრავიტაციული ველი
ამოს ორისა და ალენ კარის აზრით(ჰაიფას ტექ. ინსტიტუტი, ისრაელი), სივრცის ისეთნაირად ჩახვევაა შესაძლებელი, რომ მის შიგნით ლოკალური გრავიტაციული ველი შეიქმნას. ასეთი მოწყობილობა რაიმე ეგზოტიკური მატერიის საჭიროებასაც გამორიცხავდა. თუმცა, როგორი იქნება ის რეალურად, საკმაოდ ძნელი სათქმელია. ორის თქმით, მათემატიკური გამოთველბით, დროის ტოლ შუალედებში ხვეულსშიდა ვაკუუმში, დროის მანქანა წარმოიქმნება. მხოლოდ შიგა ნაწილში მოხვედრაღა იქნება საჭირო. თეორიულად, ამგვარი მოწყობილობით დროის ნებისმიერ მომენტში გამგზავრება იქნება შესაძლებელი, მანქანის შექმნის თანავე.
ეგზოტიკური მატერია
რადგან დროში მოგზაურობა არაფიზიკურია, ფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ტახიონები(ტახიონები მომავლიდან), ჰიპოთეტური ნაწილაკები, რომლთათვისაც სინათლის სიჩქარე უძრავი მდგომარეობაა – ან არ არსებობენ, ან ჩველებრივ მატერიასთან ურთიერთქმედება არ შეუძლიათ. თუმცა, როცა უარყოფითი ენერგია ან მასა(დროში მოგზაურობა შესაძლებელია?), ანუ ეგზოტიკური მატერია, ან ნივთიერება, დრო-სივრცის ხვეულს წარმოქნის, ყველა წარმოუდგენელი მოვლენა შეიძლება მოხდეს: თხუნელას ორმოები(“თხუნელას ორმო – ვარსკვლავები”), რომლებიც სამყაროს შორეულ წერტილებს მოკლე ტუნელებით აერთებს; დეფორმაციის ძრავი, რომელიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილების საშუალეაბს მოგვცემს; დროის მანქანები, წარსულში სამოგზაუროდ(დროის უკუსვლის შეუძლებლობის ფარული პრინციპი; დაკონსერვებული დრო; უცნაური ვარსკვლავები).
კოსმოსური სიმები
ეს არის ჰიპოთეტური ერთგანზომილებიანი(სივრცული) ტოპოლოგიური დეფექტები სამყაროს დრო-სივრცის ქსოვილში, დარჩენილი დიდი აფეთქების მერე. მათი საშუალებით, თეორიულად, დროისმაგვარი მრუდების ჩაკეტილი ველები შეიძლება წარმოიქმნას, წარსულში სამოგზაუროდ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თუ ასეთ სიმებს ერთმანეთთან ან შავ ხვრელთან ახლოს მივიტანთ და ორ უსასრულო სიგრძის სიმს გულდსმით გამოთვლილი რვიანის ტრაექტორიებით შემოვუვლით, იქ მოვხვდებით, სადაც გვინდა და როცა გვინდა(სამყარო ერთ განზომილებიანი ხაზი იყო?).
შავი ხვრელი
შავი ხვრელი ყველაზე უფრო ძლიერად ზემოქმედებს დროზე(შავი ხვრელების საიდუმლო), ისე ანელებს მას, რომ სხვა ვერაფერი გალაქტიკაში. ის, ფაქტიურად, ბუნებრივი დროის მანქანაა. ხვრელის გარშემო შემოფრენის მისიის ხელმძღვანელი ჯგუფისთვის, დედამიწაზე, ხვრელის ორბიტაზე შემოვლა 16 წუთი გაგრძელდება. ხოლო ხომალდში მყოფი ადამიანებისთვის, დრო დედამიწის მიმართ ძალიან ნელა დაიწყებს სვლას. ყოველი 16 წუთი მათთვის 8 წუთი გაგრძელდება(რაღა არ ხდება; დროის უკუსვლის შეუძლებლობის ფარული პრინციპი).