მთვარის დაბნელება ტბა უოთერთონის თავზე

 მთვარის სრული დაბნელების ეს სცენა 2014 წლის 15 აპრილს არის გადაღებული. კამერა შემოყინულ ტბა უოთერთონის სამხრეთ სანაპიროსკენ იყურება, კანადის პროვინცია ალბერტას უოთერთონ-ლეიქსის ნაციონალურ პარკში. შორს, ჰორიზონტისკენ ა.შ.შ-ს ნაციოლანური პარკის გლეიშერის მთათა მწვერვალები მოჩანან. მთვარის ნახევრადწრიულ გზაზე მსვლელობასთან ერთად, მთებით დაღარული ჰორიზონტისა და ქალაქ უოთერთონის მოწითალო შუქების თავზე, კამერა ყოველ ათ წუთში მთვარის მდგებარეობასა და დაბლელების ფაზას აფიქსირებდა. გამოსახულებაზე დაბნელების სრული ფაზაა წარმოდგენილი, რაც დაახლოებით 80 წუთს უტოლდება. დაახლოებით 270 წელს ჩვენს ქელთაღრიცხვამდე მთვარის დაბნელების სრული ფაზა ბერძენმა ასტრონომმა არისტარქემაც გაზომა, ყოველგვარი ციფრული საათებისა და კამერების გარეშე. გეომეტრიული ფორმულების გამოყენებით, მან მარტივი და შთამბეჭდავი მეთოდი მოიგონა, იცოდა რა მთავრის დაბნელების ხანგრძლივობა, დედამიწის რადიუსებში მთვარემდე მანძილი გამოითვალა. დაბნელების ამ თანამედროვე ფოტოსურათზე კარგად ჩანან მარსი,მარჯვნივ და ზემოთ მთვარიდან, ასევე ელვარე ვარსკვლავი სპიკა(მთვარედან დანახული მზის დაბნელება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.