დროის უკუსვლის შეუძლებლობის ფარული პრინციპი

 ადამიანი დროში მოგზაურობის შესაძლებლობაზე ძველთაგანვე ფიქრობდა. ერთის მხრივ, ფარდობითობის თეორიის თანახმად, დრო ოთხი განზომილებიდან ერთ-ერთია და შესაბამისად დროში უკუსვლა(და არა წინ სვლა, როგორც რელურად ხდება), თითქოს, ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს, როგორც მოძრაობა მარცხნივ ან მარჯვნივ. მეორეს მხრივ, თუ დავფიქრდებით, რას გამოიწვევდა ინფორმაციის, ფიზიკური სხეულების ან ადამიანის წარსულში  გაგზავნა, მაშინვე ლოგიკური პარადოქსების უამრავი რაოდენობა გაჩნდება.

 ავიღოთ, თუნდაც ე.წ ბაბუ პარადოქსი – დროის მანქანის დახმარებით, წარსულში, თქვენი ბაბუასა და ბებიას ქორწილის ჩასაშლელად მიდიხართ(ყველაზე ცუდ ვარიანტში – უბრალოდ კლვთ მასJ). ასეთ შემთხვევაში, ბუბუას არ არსებობის გამო, თქვენ უბრალოდ ვერ დაიბადებით, რათა ააგოთ დროის მანქანა დროში უკან, წინაპრების ქორწინების ჩასაშლელად გაემგზავროთ. მაშინ თქვენი ბებია და ბაბუა დაქორწინდებიან, დაიბადებით თქვენც, ჩაჯდებით დროის მანქანაში და ა.შ. ამგვარად, წარსულის შეცვლის შესაძლებლობა ბევრ ლოგიკურ წინააღმდეგობას იწვევს.

 ფარდობითობის საერთო თეორია წინასწარმეტყველებს, რომ დროში მოგზაურობა შეიძლება მოხერხდეს ზემკვირ ცილინდრთან ახლოს, რომელიც სინათლის სხივის მახლობელი სიჩქარით ტრიალებს. რა თქმა უნდა, გალაქტიკური მასისა და შავი ხვრელის სიმკვრივის ცილინდრის სინათლის სიჩქარით(1) დატრიალება საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

 სწორედ დროში მოგზაურობის პარადოქსულმა ბუნებამ უბიძგა ცნობილ ასტროფიზიკოსს სტივენ ჰოკინგს თეორიის შექმნისკენ, დროის უკუსვლის შეუძლებლობის შესახებ. იმისათვის, რომ ბუნებაში პარადოქსები არ იყოს, ხსენებული თეორიის თანახმად, უნდა არსებობდეს რაღაც კანონი, რომელიც აწმყოდან წარსულში გადაადგილებას კრძალავს. ამ კანონის არსებობის ყველაზე საუკეთესო არგუმენტი ჰოკინგის აზრით შემდეგია:“თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ სად არიან მოგზაურები?“

სთივენ უილიამ ჰოკინგი
(Stephen William Hawking).

 ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. დაიბადა ოქსფორდში, დაამთავრა ადგილობრივი უნივერსიტეტი. დოქტორის ხარისხი კემბრიჯში მიიღო. ჯერ კიდევ კემბრიჯის უნივერსიტეტის ასპირანტად ყოფნის დროს მძიმედ დაავადდა, მას იშვიათი ნევროპათოლოგია დაუდგინდა, რამაც მეცნიერი სრულ პარალიჩამდე მიიყვანა. წლების განმავლობაში ჰოკინგი ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული და გარე სამყაროს სპეციალური სინთეზატორით აღჭურვილი კომპიტერით ეკონტაქტება. ჰოკინგმა კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის თეორიის იდეები შავი ხვრელებისა და კოსმოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენა. მან თავისი ნააზრევი პოპულარულ ენაზე 1988 წელს ბესთსელერად ქცეულ წიგნში წარმოადგინა – ”დროის მცირე ისტორია”(A Brief History of Time).

2 comments

  1. “დროში მოგზაურობა შეიძლება მოხერხდეს ზემკვრივ ცილინდრთან ახლოს, რომელიც სინათლის სხივის მახლობელი სიჩქარით ტრიალებს. გალაქტიკური მასისა და შავი ხვრელის სიმკვრივის ცილინდრის სინათლის სიჩქარით…” – ეს ვერ მივხვდი რას ნიშნავს და იქნებ განმიმარტოთ უფრო ზუსტად , რა კავშირშია ერთმანეთთან ზემკვრივი ცილინდრი და სინათლის სიჩქარე?

  2. შავ ხვრელთან კი დავაკავშირე ისე…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.