საინტერესო ფაქტები ეგზოპლანეტებზე

 კაცობრიობის ყველაზე დიდი თავსატეხი და ყველა დროის აქტუალური კითხვა – მარტონი ვართ ამ სამყაროში? უკვე რამდენიმე საუკუნეა არ ასვენებს ადამიანთა მოდგმას, თუმცა წლების მატებასთან ერთად, იმედის ნაპერწკლები ჩნდება, რომ ოდესმე იქნებ, სადმე, რამეს მივაწვდინოთ ხმა ან პირიქით. წლებია მეცნიერები უკვე აღმოჩენილ ე.წ.  სუპერდედამიწებზე სიცოცხლის ნიშნებს ეძებენ, ჯერჯერობით – ამაოდ. ალბათ, კიდევ სულ რაღაც ასეული წელი და სასურველ მიზანსაც მივაღწევთ, მაგრამ ამ საუკუნეში მცხოვრებთ, რომელნიც მოუთმენლად ელიან რაღაც საოცრებას არც მათ დაწყვეტენ მეცნიერები გულს.

 დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენა რთულია იმ მხრივ, რომ ისინი პატარებია, ამიტომ მათი  შემჩნევა რთულია და დრო სჭირდება. მათი ძებნა სხვადასხვა მეთოდებით ხდება. პირველი ეგზოპლანეტა აღმოჩენილ იქნა 1992 წელს და მას შემდეგ მეცნიერებმა ჩვენს ირმის ნახტომში 1000-ზე ეგზოპლანეტის აღმოაჩენა შეძლეს. 660 პლანეტური სისტემიდან, მხოლოდ 54  მისაღები კანდიდატია სიცოცხლის არსებობისთვის. როგორ გამოიყურებიან ისინი და რისი აღმოჩენა შეძლეს მეცნიერებნა ამ უსასრულოდ, უსასრულო სივრცეებში. მათაც ხშირად გაცრუებიათ იმედები. მიზეზი კი აი ეს ეგზოპლანეტებია.

 Kepler-78b – ყველაზე გასაოცარი ფაქტი ამ ეგზოპლანეტაზე ის არის, რომ ის შესაძლოა საერთოდაც არც არსებობდეს. Kepler-78b თავის ვარსკვლავთან იმდენად ახლოსაა – 900 000 კმ, რომ სავარაუდოდ, მისი ჩამოყალიბება ვარსკვლავის შიგნით მოხდა.

 WASP-12b-ს 3 მილიარდი წელი დარჩა, სანამ მშობლიური ვარსკვლავი გადასანსლავს, Kepler-78b-ს მხოლოდ 10 მილიონი წელი, ის უკვე შთანთქმის პროცეშია და იმდენად წაგრძელებულია, რომ ფეხბურთის სტადიონს წააგავს.

 TrES-2b – მისი მეორე სახელია ბნელი პლანეტა, რადგან ის სუსტად აირეკლავს სინათლეს და იმდენად ბნელია, რომ პირდაპირ დანახვის შემთხვეავში ნახშირივით შავ გაზის ბურთს აღმოვაჩენდით. მეცნიერები არ არიან დარწმუნებულნი იმაში, თუ რატომ არის ეს ეგზოპლანეტა ასეთი ჩაბნელებული, სავარაურაუდოდ, პლანეტა სინათლის მშთანთქმელი ნატრიუმისა და კალიუმის დიდ რაოდენობას შეიცავს.

 HD 189773 A b საკმაოდ ლამაზი პლანეტაა, ჩვენთან ახლოს – 63 სინათლის წლის მანძილზე და პირველი პლანეტაა, რომლის ფერის გარჩევაც შეძლეს, ის მუქი ლურჯი ფერისაა, პლანეტაზე შუშის შტორმი მძვინვარებს და სუპერ სწრაფი ქარი ბობოქრობს.

 55 Cancri e დედამიწაზე ორჯერ დიდია, 8-ჯერ მასიური და ორჯერ უფრო მკვრივი. სუპერდედამიწის ყველაზე უფრო შესაძლო შემადგენელი ასეთია: სილიციუმის კარბიდი, ნახშირბადი და სილიკატების გარკვეული რაოდენობა. პლანეტის მესამედს ალმასები იკავებს და თავისი ვარსკვლავის შემოვლას 18 საათს ანდომებს.

 PSR B1620-26 b – ცნობილია, რომ ის ყველაზე ძველი ეგზოპლანეტაა. ძალიან უჩვეულოა, მაგრამ ეს პლანეტა ორი მკვდარი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, ერთი არის პულსარი, მეორე კი თეთრი ჯუჯა. თავდაპირველად, მეცნიერებს ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი ეგონათ.

 TrES-4 – მდებარეობს 1400 სინათლის წლის მანძილზე, ჰერკულესის თანავარსკვლავედში. მიუხედავად იმისა, რომ ის 1,7 ჯერ აღემატება იუპიტერს, ძალიან დაბალი სიმკვრივე აქვს. რის გამოც მას მეცნიერები გაბერილ პლანეტასაც კი უწოდებენ. პლანეტას კორპის სიმკვრივე აქვს, რაც საკმაოდ  შოკისმომგვრელია.

 Gliese 436 b – იუპიტერის მასის ეგზოპლანეტა, 30 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, ლომის თანავარსკვლავედში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტემპერატურა 300° C-ია, წყალი მყარ მდგომარეობას ინარჩუნებს.

 გული არ გაიტეხოთ, სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში კიდევ უამრავი დედამიწის მაგვარი პლანეტაა და ზემოთხსენებულებზე ბევრად კარგი პირობებით (ყველაზე უცნაური ეგზოპლანეტები).

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.