ეგზოპლანეტებით გამოტენილი სასიცოცხლო ზონა

 ევროპელმა მეცნიერებმა Gliese 667C-ის ახალი კვლევა ჩაატარას და მის გარშემო შვიდი ეგზოპლანეტობის კანდიდატი აღმოაჩინეს, რომელთაგან სამი, პოტენციურად სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარეობენ (ESA).

 მეცნიერთა თქმით, ექვსი ნამდვილად ეგზოპლანეტებია, ხოლო მეშვიდე – Gliese 667C-h-ის სიგნალი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. სისტემის უნიკალურობა არა პლანეტების რაოდენობაშია, არამედ იმაში, რომ იქ არსებული სიცოცხლისთვის თავსებადი ზონა პლანეტებითაა სავსე. ასეთ ზონაში ერთბაშად სამი პლანეტის არსებობა, დღეისათვის, რეკორდული მაჩვენებელია.sami ekzo habitableze  ზონაში მოხვედრილი სამივე პლანეტა სუპერდედამიწის ტიპისაა, ანუ დედამიწაზე მეტი, თუმცა გაზის გიგანტებზე ნაკლები მასებით.  ახალი კოსმოსური ობიექტების აღმოჩენა (მანამდე ამ სისტემის სამი ეგზოპლანეტა იყო ცნობილი) ხვადასხვა ობსერვატორიებიდან მიღებული მონაცემების კომბინირებით მოხერხდა – ძალიან დიდი ტელესკპი (ESO), მაგელანი II, სპექტროგრაფი HIRES-ი “კეკიდან”, ასევე მონაცემები HARPS-ის არქივიდან.ase gamochndeboda  Gliese 667C სამმაგი ვარსკვლავური სისტემის ნაწილია და დედამიწას 22 სინათლის წლით არის დაშორებული, მორიელის თანავარსკვლავედის (1) მიმართულებით. ის სისტემის ყველაზე მკრთალი ვარსკვლავია და შესაბამისად, სიცოცხლისთვის თავსებადი ზონა მასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, უფრო ახლოს, ვიდრე მერკურის ორბიტა.

7 comments

  1. მანძილი — 22 სინ.წელი – 208066100000000 კმ.
    სიჩქარე — 40 000 კმ/სთ.
    5201652500 სთ. — 216735520 დღე/ღამე. — 7 224 517 თვე — 602 043 წელი.
    თქვენც გადაამოწმეთ ცნობილი ფორმულით S= V T

  2. სანამ მაგ მანძილს მაგ სიჩქარით დავფარავთ კი შევძლებთ ტელეპორტაციას 😀

  3. ძალიან დიდია მანძილები, მით უმეტეს კიდევ უფრო შორეული გვეჩვენება ასეთი გზა, როცა ჯერ მარსზეც არ მომხდარა პილოტირებული მისია…

  4. ისე,მიკროკვაზარებზე რაიმე ინფო რომ დადოთ კარგი იქნებოდა.ინგლისურ საიტებზეა მხოლოდ და იქაც ურთულეს ენაზე :დ ერთ–ერთ საიტზე გადავაწყდი რომ 2010 წელს მიკროკვაზარი დაუფიქსირებიათ რომლის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე 4ჯერ მეტი ყოფილა. ამაზე იქნებ გააკეოთ სტატია ))

  5. საძიებო გრაფაში ჩაწერე მიკროკვაზარი, რასაც გიპოვის სრულიად საკმარისია განმარტებისთვის. სინათლის(ანუ ელექტრომაგნიტური გამოსხივების) სიჩქარეზე მეტი სიჩქარით არაფრი მოძრაობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.