სხივური სიჩქარეების ახალი მეთოდით, რომელიც გაზურ გარსებში სხვადასხვა ქიმიური ელემენტების დაფიქსირების საშუალებას იძლევა, შორეული ეკზოპლანეტების ატმოსფეროთა შემადგენელის დადგენაა შესაძლებელი(caltech.edu).
ალექსანდრა ლოქვუდმა და მისმა კოლეგებმა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან(ა.შ.შ.) ეკზოპალნეტათა ატმოსფეროებში წყლის ორთქლის გამოვლენის სრულიად ახალი მეთოდი გამოიყენეს.
ვარსკვლავისა და მისი პლანეტის სპექტრული ანალიზით ამ უკანასკნელის ატმოსფეროში წყლის ორთქლი გამოვლინდა.
წყალი და ზოგიერთი გაზები ასეთ შორეულ პლანეტებზე არერთხელ იქნა აღმოჩენილი. თუმცა, ეს აღმოჩნები ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მდებარე გაზურ გიგანტებზე ხდებოდა, რაც ასტრონომთათვის მხოლოდ თეორიულ ინტერესს წარმოადგენს – ასეთ პლანეტებზე ხომ ისეთი ბიოსფერო ვერ იქნება, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. ამავე დროს, თავიანთი მნათობიდან შორს მდებარე ეკზოპლანეტებზე ეს მეთოდი არ მუშაობს, რაც მთავარია – მეთოდი შესასწავლი ობიექტის ტრანზიტს მოითხოვს დედამიწასა და მშობელ ვარსკვლავს შორის. ადვილი გასაგებია, რომ გალაქტიკის პლანეტარულ სისტემათა მნიშვნელოვან ნაწილში, რომლებშიც პლანეტის ბრუნვის სიბრტყე ჩვენს მიმართ დახრილია, ამ პირობების შესრულება შეუძლებელია.
სწორედ ამის გამო გამოიყენეს ნაშრომის ავტორებმა სხივური სიჩქარეების მეთოდი. ჩვეულებრივ მისი დახმარებით ეძებენ პლანეტებს, რომლებიც გრავიტაციით თავიანთი ვარსკვლავის რყევებს ახდენენ, რაც მის გამოსხივებაში დოპლერისეულ წანაცვლებას იწვევს(ეკზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის ელვარებაზე გრავიტაციით ზემოქმედებს).
ტრანზიტი.
ამჯერად, ხილული გამოსხივების წანაცვლებათა ანალიზის მაგივრად მეცნიერებმა ინფრაწითელ დიაპაზონს მიმართეს და კეკის ობსერვატორიის ეშელე-სპექტრგოგრაფის საშუალებით დედამიწასათნ შედარებით ახლოს მდებარე გაზური გიგანტის Тау Boötes(მხვნელი. თანავარსკვლავედს ესკიმოსს, ფრანსა და პარაშუტსაც უწოდებენ) b-ს ორბიტა განსაზღვრეს, რომელიც მოყვითალო-თეთრი ჯუჯას Тау Boötes A-ს გარშემო ბრუნავს. პლანეტა ძალიან ახლოსაა თავის ვარსკვლავთან – სულ 0,046 ასტრონომიული ერთეული. სისტემის მეორე ვარსკვლავი კომპანიონებს 240 ა.ე-ით არის მოშირებული(1 ა.ე. = 150 000 000 კმ – მანძილი დედამიწასა და მზეს შორის).
ვარსკვლავისა და პლანეტის გამოსხივების ანალიზით, როგორც ორმაგი ობიექტისა, ასტრონომებმა არა მარტო პლანეტის მასა(5,9 იუპიტერი) და ორბიტის დახრილობა(450) დაადგინეს, არამედ მის ატმოსფეროში წყლის ორთქლის კვალიც გამოავლინეს.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ეს ტექნოლოგია, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარსკვლავებთან ახლოს მდებარე დიდი სხეულების ანალიზის საშუალებას იძლევა, თუმცა ჯეიმს უების სახელობის ინფრაწითელი დიაპაზონის ახალი ტელესკოპი(გაშვება 2018 წლისთვის არის დაგეგმილი) ხილულს იფრო ცივ და შედარებით პატარა პლანეტებსაც გახდის, როგორებიც, მაგალითად, ”სუპერდედამიწები” არიან, შედარებით ნაკლებად ცხელ ორბიტებზე(ეკზოპანეტები).