შემდეგი მეტეოროიდი, ჩელიაბინსკელის მსგავსი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით მოულოდნელი იქნება, თუმცა ნუ ინერვიულებთ(NewScientist).
ადრეული გაფრთხილების წარმოდგენილი სისტემების ანალიზმა აჩვენა, რომ ის ჩელიაბინსკის თავზე აფეთქებულის მსგავსი ობიექტების ნახევარზე მეტს ვერ დაინახავს. ალბათობა იმისა, რომ ასეთი მომხვდური სერიოზულ ზიანს მოგვაყენებს, ძალიან მცირეა, ამიტომ სისტემა, რომელიც ყველა ობიექტის თვალთვალით იქნება დაკავებული, მის შექმნაზე გაწეულ ძალისხმევას ვერ გაამართლებს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 15 თებერვალს ყველასათვის მოულოდნელად დედამიწის ატმოსფეროში 20 მ. დიამეტრის ქვა შემოიჭრა. მისი აფეთქების სიმძლავრე იაპონიაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრეზე მეტი აღმოჩნდა, დარტყმითი ტალღა შუშებს ამტვრევდა და ადამიანებს აქცევდა. მომხდარის მერე, პლანეტის დაცვის მიმართ ინტერესმა ახალი ძალით იფეთქა.
დედამიწის მახლობლად უამრავი კოსმოსური ქვა მოძრაობს. მათი აღმოჩენა და შესწავლა ძალიან ძნელია, რადგან ისინი ძალიან ცოტა სინათლეს აირეკლავს, ამიტომ მათი დანახვა მხოლოდ ახლოდან არის შესაძლებელი, თან თუ შესაბამისი ტელესკოპი ცის საჭირო უბნისკენ იქნება მიმართული.
პრობლემის ნაწილობრივი გადაჭრა ფართო კუთხიან ტელესკოპებს შეუძლია, რომლებიც ცის სკანირებას ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოახდენს. 2015 წლის ბოლოს ჰავაის კუნძულებზე ახალი სისტემა ამუშავდება – ATLAS(Asteroid Terrestrial-impact Last Alert System), რომელსაც ჩელიაბინსკელის ზომის ობიექტების რეგისტრირება შეეძლება, შესაძლო შეჯახებამდე ორი დღით ადრე, ამტკიცებს პროექტის ხელმძღვანელი ჯონ თონთრი(ჰონოლულუ, ჰავაის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.).
იმავდორულად, ევროპის კოსმოსური სააგენტო უფრო მსხვილსა და მთელი პლანეტის მომცავ მასივზე ფიქრობს, რომელიც გაფრთხილების დროს ორჯერ გაზრდის, იუწყება ანდრეა მილანი პიზას უნივერსიტეტიდან(იტალია). ჩელიაბინსკელები, რამდენიმე საათით ადრე, ფანჯრებთან დგომისგან თავის შეკავების შესახებ რომ გაეფრთხილებინათ, დაზარელებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
თუმცა, ჩელიაბინსკელი ორივე სისტემას გამოეპარებოდა. მიწის ზედაპირულ ობსერვატორიებს ასტეროიდების დანახვა მხოლოდ ღამე შეუძლია, ეს კი(როგორც სხვების ნახევარიც) დღის ცაზე გამოჩნდა. მოდელირების მიხედვით, ATLAS-ი დედამიწასთან მოახლოებულ მცირე ზომის ობიექტთა მხოლოდ მესამედს დაინახავს. ”ერთად-ერთი გამოსავალი კოსმოსური ტელესკოპია” – ასკვნის პროექტის თანამშრომელი რობერტ ჯედიკე(ჰავაი, ა.შ.შ.).
ჯერჯერობით, ასეთი ხომალდის აგებას არავინ აპირებს, თუმცა ისევ ნუ ინერვიულებთ. თიმ სფარი, მცირე პლანეტების ცენტრის დირექტორი კემბრიჯიდან(მასაჩუსეთსი, ა.შ.შ.), აღნიშნავს, რომ ჩელიაბინსკელის ზომის მეტეოროიდები დედამიწას წელიწადში ორჯერ ეცემა და ძირითადათ დაუსახლებელი რეგიონების თავზე. ასეთი პატარა და მკრთალი ობიექტების დასანახავად მაღალი მგრძნობელობის ტელესკოპი იქნება საჭირო, ხოლო პროექტის ფასი კი 1 მლრდ. დოლარს მიაღწევს.
გაცილებით მცირე დანახარჯებით უფრო დიდი და ელვარე ობიექტების, დიამეტრით 100 მ, მოსაძებნი ტელესკოპის ორბიტაზე გაყვანა შეიძლება, ასეთები მართლაც საფრთხეს წარმოადგენს და მათი რეგისტრირება ათწლეულებით ადრეა შესაძლებელი. ამას უკვე ორი კერძო პროექტი მიეძღვნა: Sentinel-ი ქველმოქმედებს ეძებს, რომლებიც ახალ ტელესკოპს ვენერასთან ხედავენ, ხოლო NEOCam-ი, ტელესკოპის განთავსებას დედამიწასთან ახლოს აპირებს, ფინანსირებას კი ნასას მხრიდან მოელის. მათ 2020 წლისთვის 140 მეტრზე მეტი დიამეტრის ასტეროიდთა 90% უნდა აღმოაჩინონ. ჯერჯერობით, ეს მაჩვენებელი 25-30%-ს არ აღემატება.
ასეთი პროექტების სასწრაფოდ განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს. მიწის ზედაპირიდან დაკვირვებებით პატარა ასტეროიდების აღმოჩენა შედარებით გვიან მოხდება, თუმცა ესეც სრულიად საკმარისია(ასტეროიდების ბანდა „ჩელიაბინსკელის“ უკან; გლობალური დახმარებაა საჭირო!.. რათა დედამიწა ასტეროიდებისგან დავიცვათ!!!..; კოსმოსური ქუხილი; საშიშროება კოსმოსიდან; პლანეტარული დაცვა: ასტეროიდული პატრული(მრისხანე იკარუსი); ასტეროიდი აპოფიზი).