გლობალური დახმარებაა საჭირო!.. რათა დედამიწა ასტეროიდებისგან დავიცვათ!!!..

 ამ  ბოლო დროს მეცნიერები და არა მხოლოდ ისინი, სეროიოზულად ფიქრობენ და მსჯელობენ თუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა ასტეროიდული საფრთხისგან. გაერთიანებული ერების ყრილობაზე  მეცნიერების, ასტრონომებისა და ასტროფიზიკოსების მიერ ასტეროიდებისგან თავდაცვითი სხვადასხვა მექანიზმები იქნა განხილული. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდების რიცხვი უკვე 1 მილიონს შეადგენს, რაც შესაძლოა საკმაო საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენი პლანეტისთვის, ეს ის რიცხვია, რომლის დადგენა ტელესკოპების საშაულებით მოხდა, ხოლო სინამდვილეში, მათი რაოდენობა 100-ჯერ მეტია. მეცნიერების მიზანი პირველ რიგში ამ ასტეროიდების პოვნაა, სანამ ისინი გვიპოვნიან ჩვენ.
_ასტეროიდების წინააღმდეგ საბრძოლველად 2002 წელს ორგანიზაცია B612 შეიქმნა, მისი წევრები, აქტიური და უკვე ყოფილი ასტრონავტები, ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ტელესკოპის შექმნაზე მუშაობენ, რომელის დანიშნულებაა რამდენიმე წლით ადრე იპოვოს დედამიწისთვის საშიში ასტეროიდები, სანამ ისინი პლანეტას მოუახლოვდებიან ან შეეჯახებიან მას. ტელესკოპის გაშვება 2018 წლისთვის იგეგმება. ამისათვის კი თანხების მოძიებაა საჭირო, თანხები უზრუნველყოფენ ახალ ტექნოლოგიებს, ახალი ტექნოლოგიები კი უზრუნველყოფენ ჩვენს მშვიდ ცხოვრებას დედამიწაზე. ასტრონომებმა ორგანიზაციაში გაერთიანებული ერების ჩართვა გადაწყვიტეს. გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებმა მთავარი საკითხი გამოიტანეს – როგორ ავიცილოთ თავიდან მოახლოებული კატასტროფა? რომელიმე ქვეყნის მოსახლეობა შესაძლოა დიდი საშიშროების წინაშე დადგეს, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენი სურვილი იყო ეს საჯაროდ გამოგვეტანა და მთელი მსოფლიო ჩაგვერთო ამ საქმეში, როგორ და რა გზებით მოვაგვაროთ ეს პრობლემა ერთობლივად. ისინი პოლიტიკოსებს მოუწოდებენ ყველა დროულად ჩაერთოს და დროული რეაგირება მოხდეს საჭირო მომენტში. ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა, რომელმაც 1000 ზე მეტი ადამიანის დაზარალება შეძლო,  საზოგადოება გამოაფხიზლა, აჩვენა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სულ პატარა ასტეროიდის ნატეხის ჩამოვარდნასაც კი. ნასას ყოფილი ასტრონავტი და ფლორიდის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თომას ჯონსი ამბობს – პოლიტიკოსები უკვე ხვდებიან, რომ ეს არ იყო სამეცნიერო ფანტასტიკის კონცეფცია, რომ მსგავსი ფაქტი 100 ან 500 წლის შემდეგ განმეორდება, ის, რომ მსგავსი მოვლენა სწორედ ახლა შეიძლება მოხდეს რეალობას კიდევ უფორო ამძაფრებს.
პრესკონფერენციაზე წარდგენილი მონახაზები ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია, იმედია, მალე დასრულდება, რათა მთავრობებმა  დროულად შეძლონ ფინანსების გამოყოფა და ჩვენც მშვიდად შევძლებთ ძილს :).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.