მზიური პლაზმის „თითების“ მოძრაობის ახსნა

 პლაზმა, რომელიც კორონალური ამოფრქვევების მერე ისევ უკან, მზის ზედაპირზე ეცემა, ზეახლების მიერ ამოფრქვეული ნივთიერებების მსგავსად იქცევა, რომელზეც ძლიერი მაგნიტური ველი ზემოქმედებს(ucl.ac.uk).

 ფიზიკოსთათვის შესწავლის საგნად ცნობილთა შორის ყველაზე მძლავრი კორონალური ამოფრქვევა იქცა, რომელიც 2011 წლის 7 ივნისს დაფიქსირდა. ამოფრქვევა სხვადასხვა ტალღის სიგრძეებზე მზის დინამიკის ობსერვატორიამ(SDO,NASA) შეისწავლა. დამატებითი მონაცემები კი ასევე მზის შემსწავლელმა თანამგზავრულმა წყვილმა – STEREO-მ გადმოსცა.

 SDO-ს მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერზე ვხედავთ, რომ მზიურმა მატერიამ ზედაპირზე ვარდნა წვეთების ან მანათობელი „თითების“ სახით დაიწყო. ეს ე.წ. რელეი-ტეილორის არამდგრადობით არის განპირობებული. ასეთი ქცევა დამახასიათებელია, მაგალითად, უფრო სქელი სითხისთვის, რომელიც ნაკლები სისქის სითხეზეა მოთავსებული. გარდა ამისა, ფიზიკოსებმა ასეთივე სურათი კიბოსმაგვარ ნისლეულში დაინახეს, რომელშიც ასევე მრავალრიცხოვანი განტოტვილი „თითებიც“ ჩანან.

httpv://www.youtube.com/watch?v=LH-pS1VPFaU

 ამასთან ერთად, კობოსმაგვარი ნისლეულის ნივთიერებათა ქცევის არსებითი განსხვავება იმაშია, რომ ეს ნივთიერებები ძლიერი მაგნიტური ველის პირობებში მოძრაობენ, რაც ამ თითებს  გაცილებით მკვრივს ხდის, ვიდრე მის გარეშე იქნებოდნენ. ავტორთა თქმით, მათ მიერ ჩატარებული მოდელირება იმაზე მეტყველებს, რომ ეს განსხვავება მზიური პლაზმისთვისაც არის დამახასიათებელი.

 კორონალური ამოფრქვევებისა და მზიური ანთებების განსხვავება იმაშია, რომ პირველის შემთხვევაში დიდი რაოდენობით მატერიის აჩქარება ხდება, ხოლო ანთებების დროს ენერგია ძირითადად მაგნიტური ველის შეშფოთებებით გამოიყოფა(აქტიური მზე).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.