რა გაიგეს მეცნიერებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტზე?

 2013 წლის 15 თებერვალს, სამხრეთ ურალის მოსახლეობა კოსმოსური კატასტროფის მოწმე გახდა – ასტეროიდის ვარდნა, პირველი ასეთი მოვლენა ისტორიაში, რომელმაც ადამიანებს სერიოზული ზიანი მიაყენა.

 6 სართულიანი სახლის ზომის მეტეოროიდი, 18 გრადუსიანი კუთხით შემოდის ატმოსფეროში. 7 ათასი ტონა, ზედაპირიდან 100 კილომეტრში ქრება, მხოლოდ 2 ტონა აღწევს მიწამდე. პირველად იქნა გამოთვლილი, რომ ასეთი ტრაექტორიით მოძრაობისას, მეტეორი 200 ტონამდე მასას 1 წამში კარგავს. დარჩენილი ფრაგმენტები 80 კილომეტრზე გაიფანტა.

ამ ყველაფრის დადგენა, ისტორიაში პირველად, დიდი რაოდენობით მონაცემების ხარჯზე მოხერხდა – ვიდეორეგისტრატორებიდან, თანამგზავრებიდან, იყო უამრავი თვითმხილველი და რაც მთავარია, მოიძებნა ტბაში ჩავარდნილი ფრაგმენტები.

 რა იყო ეს?

 ასეთი მასშტაბების მოვლენები 100 წელიწადში ერთხელ ხდება, ზოგიერთი მონაცემების მიხედვით – ხუთჯერ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 10 მეტრი დიამეტრის სხეულები წელიწადში ერთხელ იჭრება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ოკენეებისა და დაუსახლებელი რაიონების თავზე ხდება. ასეთი სხეულები მაღალ სიმაღლეებზე ფეთქდება და იშლება, ყოველგვარი ზიანის მოყენების გარეშე. ჩელიაბინსკის ასტეროიდის საწყისი ზომა დაახლოებით 18 მეტრი იყო, მასა – 7-დან 13 ათას ტონამდე. მეცნიერთა შეფასებით, დედამიწაზე 2 ტონამდე მასის ფრაგმენტები ჩამოცვივდა, ანუ საწყისი მაჩვენებლის 0,05%. აქედან, დღეისათვის 1 ტონამდე მასალაა შეგროვებული, ყველაზე უფრო მასიური ფრაგმენტის ჩათვლით – 654 კგ, რომელიც ტბა ჩებორკულიდან ამოიღეს.

 გეოქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ ჩელიაბინსკის კოსმოსური ობიექტი ჩვეულებრივ ხონდრიტებს ეკუთვნის, კლასი – LL5. ხონდრიტებს ყველაზე უფრო გავრცელებულ ქვის მეტეორიტებს უწოდებენ, ნანახ მეტეორიტთა დაახლოებით 87% ამ ტიპს მიეკუთვნება. მათი წიაღი მილიმეტრული ზომის მომრგვალო მარცვლების(ხონდრების) შემცველობით გამოირჩევა, რომლებიც ნახევრად გამდნარი ნივთიერებებისგან შედგება.

 ინფრაბგერული სადგურებიდან მიღებული მონაცემებით, აფეთქების სიმძლავრე, რომელიც 90 კილომეტრის სიმაღლეზე ასტეროიდის მკვეთრი დამუხრუჭებისას მოხდა, 470-დან 570 კილოტონამდე იყო ტროტილის ექვივალენტში – 20-30-ჯერ მძლავრი ჰიროსიმაში ჩამოდგებულ ატომურ ბომბზე, თუმცა 10-ჯერ უფრო სუტი, ვიდრე ტუნგუსკის მეტეოროიდი(10-დან 50-მდე მეგატონა).

 უნიკალურად ეს მოვლენა ადგილმა და დრომ გახადა. ეს იყო დიდი ზომის მეტეორიტის პირველი ვარდნა მჭიდროდ დასახლებული რეგიონის თავზე – 1,6 ათას ადამიანს ექიმის დახმარება დაჭირდათ, 112 გოსპიტალიზირებული იქნა, 7,3 ათასი სახლის ფანჯარა დაიმსხვრა. ამის ხარჯზე მეცნიერებმა მოვლენის შესახებ მონაცემთა დიდი რაოდენობა მოიპოვეს – ეს არის მეტეორიტის ვარდნის ყველაზე უფრო კარგად დოკუმენტირებული მოვლენა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ერთ-ერთმა კამერამ ჩებორკულის ტბაში ყველაზე დიდი ფრაგმენტის ჩავარდნაც კი დააფიქსირა(კოსმოსური ქუხილი).

 საიდან მოვიდა?

 ამ შეკითხვაზე პასუხი მეცნიერბმა მაშინვე გასცეს: მზის სისტემის მთავარი ასტეროიდული სარტყლიდან, რეგიონი მარსსა და იუპიტერს შორის, სადაც დიდი რაოდენობით მცირე სხეულების ტრაექტორია გადის. ზოგიერთის ორბიტა, კერძოდ, აპოლონისა და ატონის ჯგუფის, ძალიან წაგრძელებულია და დედამიწის ორბიტასთან იკვეთება(საშიშროება კოსმოსიდან). ჩელიაბინსკის ბოლიდის შემოჭრა უამრავმა კამერამ დააფიქსირა, როგორც დედამიწაზე, ისევე თანამგზავრებიდანაც, რითაც მისი ზუსტი ტრაექტორიის დადგენა მოხერხდა. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლამდელი ტრაექტორიის აღდეგნის მცდელობა ასტრონომთა სხვადასხვა ჯგუფებმა განახორციელეს. გამოთვლებმა გვიჩვენა, რომ მისი ორბიტის დიდი ნახევარღერძი 1,76 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენდა(დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი 1 ა.ე. – 150 მლნ.კმ.), პერიჰელიუმი(მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) 0,74 ა.ე-ზე მდებარეობდა, აფელიუმი(მზიდან უშორესი წერტილი) – 2,6 ა.ე-ზე.

 ასეთი მონაცემებით ხელში, მეცნიერებმა ჩელიაბინსკის მეტეორიტის ძებნა ადრე აღმოჩენილ სხეულთა კატალოგში დაიწყეს. ცნობილია, რომ ბევრი უკვე აღმოჩენილი ასტეროიდი გარკვეული დროის მერე ”იკარგება”, ხოლო ზოგს – მეორედ აღმოაჩენენ ხოლმე. მეცნიერები არ გამორიცხავდნენ, რომ ჩელიაბინკელი ასეთი ”დაკარგული” ასტეროიდი შეიძლებოდა ყოფილიყო(დაკარგული ასტეროიდი).

 მისი ნათესავები

 ზუსტ დამთხვევათა პოვნა ვერ მოხერხდა, თუმცა მეცნიერებმა მისი რამდენიმე შესაძლებელი ”ნათესავი” მაინც მოძებნეს. ირჟი ბოროვიჩკას(Jiri Borovichka) ჯგუფმა ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიიდან, გამოთვალა რა ჩელიაბინსკელის ტრაექტორია, აღმოაჩინა, რომ ის 2,2 კილომეტრიან ასტეროდ 86039(1999 NC43)-ისას ჰგავდა. კერძოდ, ორივე ობიქტის ორბიტის ნახევარღერძები 1,72 და 1,75 ა.ე-ს შეადგენდა, პერიჰელიუმის დისტანცია – 0,738 და 0,74 ა.ე.

 ესპანელმა ასტრონომებმა კარლოს და რაულ დე ლა ფლუენტე მარკოსებმა, ჩელიაბინსკის კოსმური სხეულის ყველა შესაძლო ვარიანტი შეისწავლეს და მისი შესაძლო წინამორბედი აღმოაჩინეს – ასტეროიდი – 2011 EO40(ასტეროიდების ბანდა „ჩელიაბინსკელის“ უკან). მათი აზრით, 20-40 ათსი წლის წინათ ჩელიაბინსკელი ამ ასეტროიდს ჩამოატყდა.

 რთული ბიოგრაფია

 დედამიწაზე ჩამოცვენილი ფრაგმენტების კვლევით ბევრი რამ გაირკვა – ჩელიაბინსკის ასტეროიდი მზის სისტმის თანატოლია. დაახლოებით 290 მილიონი წლის წინათ ამ ობიექტმა კატასტროფა გადაიტანა – სხვა კოსმოხურ ობიექტს შეეჯახა, რაზეც მის წიაღში არსებული ბნელი ჩანართები მეტყველებს – მძლავრი შეჯახებით გაჩენილი დნობის კვალი. როგორც ჩანს, ეს პროცესი სწრაფად წარიმართა. ამავე დროს, არ არის გამორიცხული, რომ დნობის კვალი მზესთან ახლოს მისვლის გამო წარმოიქმნა(რა დაეცათ რუსებს თავზე?).

3 comments

  1. ასტეროიდი “86039(1999 NC43)” იმპაქტსაშიში არ არის ?

  2. არც ეგ და არც სხვა ასტეროიდია ცნობილი, რომელიც აუცილებლად დაეჯახება დედამიწას არც თუ ისე ახლო მომავალში. ჩელიაბინსკის სხეულის ზომის ობიექტების დაფიქსირება კი ძნელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *