პლანკის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის მიერ ჩატარებული დაკვირვებებით, როგორც უკვე იცით, სამყაროს დამზერად სურათში იმაზე მეტი გადახრები გამოვლიდნა, ვიდრე თეორიით იყო ნავარაუდევი.
ადამს მოსი ნოთინჰემის უნივერსიტეტიდან(ბრიტანეთი) ამ სურათს ასე აღწერს – ”ჩვენ, ”პლანკის” შედეგებიდან გამომდინარე, მოსალოდნელზე ნაკლებ გალაქტიკურ გროვებს ვხედავთ. შორეული გალქტიკებით გამოწვეული გრავიტაციული ლინზირებაც იმაზე სუსტია(გალაქტიკების გროვა სინათლეს ამრუდებს), როგორიც შეიძლებოდა მიგვეღო, თუ რელიქტური გამოსხივებით მოვახდენდით ოპერირებას”( გრავიტაციული ლინზირება).
ტიტანური ზომების დეტექტორების მიუხედავად, ნეიტრინოების კვლევა მაინც ძალიან ძნელი საქმეა, ამიტომ, მათ მასაზე ზედა ზღვრების დადება, ასტრონომიული დაკვირვებებით მიღებულ შედეგებთან ერთად უნდა მოხდეს.
როგორ გამოვრიცხოთ ეს წინააღმდეგობები? მეცნიერის ვარაუდით – განსაკუთრებით მასიური ნეიტრინოთი(ნეიტრინო).
დღევანდელი მონაცემებით სხვადასხვა ტიპის ნეიტრინოების მასათა ჯამი 0,06 ელექტრონვოლტზე მეტი არ არის – რაც პროტონის მასის მემილიარდედზე კიდევ უფრო ნაკლებია(ატომი). ნეიტრინოთა მასების ჯამის ზედა ზღვარი კი უკვე 0,28 ევ-ის დონეზეა. ასეთი ნეიტრინო, სამწუხაროდ, დამზერად განსხვავებას ვერ მოხსნის. ადამ მოსისა და რიჩარდ ბეთის(მანჩესტერის უნივერსიტეტი) შეფასებებით, ასეთი სახის ზედა ზღვრები, ასევე გამოყვანილი კოსმოლოგიური დაკვირვებებით, არც თუ ისე საიმედოა. ”პლანკით” მიღებული შედეგების, შორეული გალაქტიკებით გამოწვეულ ლინზირებებზე დაკვირვებებთან შედარებით, მენციერებმა ნეიტრინოს მასათა ჯამზე ზედა ზღვრის დადგენა მოახერხეს – 0,320 ± 0,081 ევ, სამი სხვადასხვა სახეობის(ელექტრონული, მიუონური, ტაუ–ნეიტრინოები და და მათი ანტინაწილაკები) ნეიტრინოთა მოდელის ფარგლებში. უფრო მეტიც, როგორც ავტორები აღნიშნავენ, სამყაროსეული ნეიტრინოების მასას დამატებით სტერილური ნეიტრინოები ემატება, რომლებსაც არა აქვთ პირდაპირი კავშირი სტანდარტულ მოდელთან.
ასეთ შემთხვევაში დამზერადი წინააღმდეგობა შოერული გალქტიკების გრავიტაციულ ლინზირებასა და რელიქტური გამოსხივების ანომალიებს შორის, რომლებიც ”პლანკმა” გამოავლინა, თავისთავად უნდა მოიხსნას: მთელს სამყაროში განაწილებული მასიური ნეიტრინოები მათში გამავალ სინათლეზე ძლიერ ზეგავლენას უნდა ახდენდნენ, ანუ ასტრონომების მიერ დამზერილი შორეული ობიქტების ლინზირება უნდა მოახდინონ, რასაც კოსმოსური ობსერვატორიით მიღებულ მონაცემებში უცნაურობებამდე მივყავართ.
”პლანკის” მოღვაწეობის შედეგები კალიბრირებასთან დაკავშირებული, გარკვეული ტექნიკური პრობლემებით შეიძლება იყოს დამახინჯებული, თუმცა ყველაფრის მთლიანად მათზე გადაბრალებაც ძალინ ძნელია.
”თუ ჩვენი ვარაუდები შემდგომ გადამოწმებებს გაუძლებენ, ისინი არამარტო სუბატომური ნაწილაკების სამყაროს უკეთ გაგებაში დაგვეხმარებიან, არამედ კოსმოლოგიის სტანდარტულ მოდელსაც მნიშვნელოვნად შეავსებენ” – ასკვნიან ავტორები(ახალი ინგრედიენტი)