რითია საშიში მარსზე გაფრენა

 უწონობა – მთავარი წინაღობა მარსისკენ მიმავალ გზაზე.

 მარსზე მოგზაურობაზე ადამიანი გაგარინამდე დიდი ხნის წინათ ოცნებობდა. რაკეტათმშენებლობის პიონერი ვერნერ ფონ ბრაუნი ვარაუდობდა, რომ კაცობრიობა წითელ პლანეტას უკვე 1965 წლისთვის დალაშქრავდა. მას მერე ბევრი სხვადასხვა თარიღი სახელდებოდა, რომლებიც ახლანდელ დროს 20 წლით მაინც ჩამორჩებიან. დიდი დრო გავიდა, თუმცა ეს ხვალ არა და არ დადგა.

 ჯერ კიდევ კოსმოსური ერის დასაწყისში ვართ, პირველ ადგილზე კომსოსური ხომალდების აგების პრობლემა გადადის, ხომალდებისა, რომლებიც სტარტზევე არ დაიშლებიან და ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. მარსზე გაფრენა სპეციალისტებს განსხვავებული ხასიათის პრობლემების წინაშე აყენებს, ყველაფერი, აპარატურიდან ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობებზე გადადის. უკვე 50 წელზე მეტია, რაც უწონობის მოვლენა აღარავის აკვირვებს, მარსული მისიისთვის კი ის სერიოზულ წინაღობად იქცა.

 დედამიწაზე სიცოცხლე 3 მილირდზე მეტი წელი მუდმივი გრავიტაციის პირობებში ევოლუციონირებდა. მოაშორეთ გრავიტაცია და აღმოაჩენთ, რომ თქვენ სულ სხვა სხეული გაქვთ – უცნობი, უცხო. სანამ დედამიწაზე დავდივართ, გრავიტაციის ძალა შეუმჩნეველი რჩება. ჩვენ სრულიად ბუნებრივად გვეჩვენება, რომ დედამიწაზე ვართ მიწებებული. თუ ასაზიდ ძელზე ჩამოვეკიდებით, მით უმეტეს პარაშუტით ხტომისას, გრავიტაცია მის მიმართ მაშინვე ყურადღების მიპყრობას გვაიძულებს.

 მთელი ჩვენი სხეული ამ ძალის მიმართ ადაპტაციის პროდუქტია. იმ კუნთების გარეშე, რომლებიც ხერხემალს გასწორებულ მდგომარეობაში გვინარჩუნებენ, ჩვენ ემბრიონის ფორმა გვექნებოდა. ეს კუნთები მუდმივი ვარჯიშის შედეგად არიან შექმნილნი, რომლებასც ყოველდღიურად ვასრულებთ, თუმცა ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ. სწორედ ამიტომ არის, რომ ხორცი, რომელიც ფეხების ძირითადი შემადგენელია, დანარჩენ ორგანიზმე ადრე იცვითება. ორბიტაზე გაგაზავნილი თაგვების ოთხთავა კუნთების მესამედი სულ რაღაც 9 დღეში ქრებოდა!

 ძვლებიც გრავიტაციის ნაყოფია. ჩვენ გვეჩვენება, რომ ჩონჩხი – უბრალო საყრდენია, რომელზეც კუნთებია გადაჭიმული, ან რაღაცა აბჯარისმაგვარი რამ. თუმცა მიკროსკოპულ დონეზე, ჩონჩხი – დინამიური სისტემაა, რომელიც მუდმივად იცვლება გრავიტაციული ზემოქმედების მიხედვით, რათა ძვლები გაჭიმვისგან დაიცვას. გრავიტაციის არ არსებობას ოსტეოპოროზამდე მივყევართ. იმის გამო, რომ ჩვენი კალციუმის 99% ძვლებშია თავმოყრილი, ის, ხდება რა არასაჭირო, სისხლში გადადის და ახალ პრობლემებს იწვევს, შეკრულობისა და თირკმელკენჭური დაავადებებიდან ფსიქიკურ დეპრესიამდე.

 მიზიდულობის ძალისადმი ბიოლოგიური ადაპტაცია ამით არ მთავრდება. როცა საწოლიდან ვდგებით, გულს(ის კი მთლიანად კუნთია) გრავიტაციის გადალახვა უწევს, საძილე არტერიაში სისხლის გადაქაჩვით, რომელიც ტვინისკენ მიედინება. დივანზე რაც უფრო მეტს კოტრიალობთ, მით უფრო მეტად უჭირს გულს ამ ამოცანისადმი გამკლავება.

 შემდეგ, შიდა ყურში აქსელერომეტრების სისტემაა განლაგებული, რომელიც თავის მონაცემებს თვალებს, გულს, სახსრებსა და კუნთებს უცვლის, რაც ასევე გრავიტაციის შედეგია. წარმოიდგინეთ, რომ გარშემო ყველაფერი გულისრევამდე ირწევა: ამ დგომარეიბამდე მისვლა არა მარტო ავადმყოფობით, ნარკოტიკებითა და შხამებით შეიძლება, არამედ უწონო მდგომარეობაში მოხვედრითაც.

 არის სხვა უსიამოვნებებიც, რომელთა ბუნება ბოლომდე არაა გარკვეული: ერითროციტების რაოდენობის კლება, ახდენს რა ანემიის პროვოცირებას, იმუნიტეტს ასუსტებს, ჭრილობების შეხორცება ნელდება, ვითარდება უძილობა.

 თვით სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების საკითხი? რის ხარჯზე იცხოვრებს ეკიპაჟი კოსმოსში თითქმის სამი წელი? ჟანგბადის მიღება წყლის ელექტროლიზით შეიძლება, თუმცა ამ ძვირფასი სითხის მარაგის მუდმივი აღდგენაა საჭირო. სხვა ვარიანტია ხორბლის მოშენება, რომელიც არა მარტო საჭირო რაოდენობის ჟანგბადს მოგვცემს, არამედ ჰაერიდან ნახშირმჟავა გაზსაც მოაცილებს, ასევე საკვების წყაროც იქნება. თუმცა რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ თვითონ ხორბალი იცოცხლებს?

 მესამე წინადადების სერიოზული განხილვა ევროპის კოსმოსური საზოგადოების ერთ-ერთ სიმპოზიუმზე მოხდა. წყალმცენარეები! უფრო მარტივი, ვიდრე ხორბალია, იგივენაირი სარგებელით. წყალმცენარეები – ცილების წყარო, საკვებად ისინი ასტრონავტების ბუნებრივ ნარჩენებს გამოიყენებენ(კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).

 თუ სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების შექმნა და რადიაციისგან დაცვა მოხერხდა, გრავიტაციის პრობლემას მაინც ვერსად წაუვალთ. სპეციალისტები ძალიან კარგად გრძნობენ ამას. ყველაზე მარტივი მეთოდი გრავიტაციის არ არსებობის იმიტაციაა – ადამიანის ლოგინში ჩაწვენა დიდი ხნით. ამ ექსპერიმენტებში შემდეგი იდეა დაიბადა: მომავალი ასტრონავტებისთვის უწონობის მცირე, ოღონდ ძლიერი დოზებით გამოწერა. ნასამ ასეთი ექსპერიმენტები უკვე ჩაატარა, პირველი შედეგები იმედის მომცემია: ხერხდება გულისა და კუნთების დაცვა. ეს ალბათ, ძვლებისთვისაც სასარგებლო იქნება, ხოლო შიდა ყურის ვარჯიში რაიმე განსხვავებული მეთოდით უნდა მოხდეს.

 სამწუხაროდ, ყველა ეს თამამი ღონისძიება მანამდე ტარდებოდა, სანამ ნასას ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება მოხდებოდა(კიდევ ასტრონავტებზე)…

4 comments

  1. ხოდა კიდე კარგა ხანი ვერ მოხერხდება ამ პრობლემის გადაჭრა.
    კარგი იქნება თუ ძრავებზე დაიწყებენ მუშაობას,რაც შესაძლებელს გახდის მგზავრობის დროის შემცირებას.

  2. მგონი ”გაიხსენო ყველაფერი”, არნოლდა გამოდის შვარცენეგერი:)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.