ვულკანური ელვა ლაბორატორიაში

 გერმანელმა მკვლევარებმა ვულკანური ელვების ლაბორატორიაში მიღება მოახერხეს(New Scientist).

 საექსპერიმენტო მოწყობილობაში ვულკანური ფერფლი ჩაყრილია სათავსოში, რომელშიც წნევა დაახლოებით 100 ატმოსფეროს უტოლდება. სათავსოს ზედა ნაწილში გაკეთებული ჭრილიდან ფეფრლი ნორმალური წნევის ქვეშ მყოფ კამერაში ამოდის. ფერფლის მოძრაობით ვულკანური ამოფრქვევის მოდელირება ხდება.

 ექსპერიმენტის მსვლელობისას ფერფლის ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახებიან, რაც სტატიკური მუხტის წარმოქმნასა და ელექტრულ განმუხტვებს იწვევს, რომელთა დანახვა ექსპერიმენტის ვიდეოჩანაწერშია შესაძლებელი.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=PaLNrA9vYgc

 მეცნიერებმა პირველად დაამტკიცეს, რომ ვუკანის შიგნით ელექტრული აქტიურობა ამოფრქვეული ფერფლის ტიპზეა დამოკიდებული: რაც უფრო მეტია წვრილი ფრაქციის წილი, მით მეტი მუხტი გაედინება ამოფრქვეულ ნაკადში. ეს ამოფრქვეული ნაწილაკების მოძრაობის ხასიათზეა დამოკიდებული – დიდები წრფივად მოძრაობენ, ხოლო შედარებით პატარებს ტურბულენცია იტაცებს, რითაც შეჯახაბეთა რაოდენობა იზრდება. ხშირი შეჯახებები, შესაბამისად, ნაწილაკებზე მეტი რაოდენობის სტატიკური მუხტის დაგროვებას უზრუნველყოფს.

 ადრე ვულკანოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ამოფრქვევების თანმხლები ორი ტიპის ელვა არსებობს. ერთი კრატერთან უშუალო სიახლოვეს ჩნდება, მეორე კი მაღლა, ფერფლის ღრუბელში( სხვა თეთრი ლაქები…; ვულკანი საკურაძიმა და ელვა; ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ ვაჯრა ვრიტრას; მეხი ორჯერ დაეცა; ელექტრული მოვლენები ატმოსფეროში; ელვას ორმაგი სახე; გიგანტური ელვა ჩინეთის თავზე; ჭექაქუხილი სატურნზე; ელვა კოსმოსში ანტინაწილაკებს ასხივებს; რა არის სპრაიტი?(დალი)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.