როგორი იქნებოდა შორეული სამყაროს სივრცეებში ფრენა? ამის წარმოსადგენად, ასტრონომთა ჯგუფმა, 5000-ზე მეტ შოერულ გალაქტიკამდე მანძილები შეაფასა, რომლებიც ჩანს ამ კოსმოსის ყველაზე ღრმა გამოსახულებაზე: ჰაბლის ექსტრემალურად ღრმა სივრცე (Hubble Ultra Deep Field — HUDF). იმის გამო, რომ სამყაროში სამოგზაუროდ სინათლეს გარკვეული დრო სჭირდება, გალაქტიკათა უმრავლესობა, რომლებიც ამ ვიდეორგოლში ჩანს, ჩვენთვის ისეთებად გამოიყურება, როგორებიც შორეულ წარსულში იყო. იმ დროს, გალაქტიკები ჯერ კიდევ ფორმირდებოდა, ამიტომ მათ უჩვეულო ფორმები აქვთ, თანამედროვე გალაქტიკებთან შედარებით. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ისეთი ზრდასრული სპირალური გალაქტიკები, როგორც ირმის ნახტომი ან ანდრომედაა (1). ვიდეორგოლის ბოლოს, ვირტუალური მაყურებელი ყველაზე შორეული გალაქტიკების მიღმა გაიფრენს, რომლებიც HUDF-ზე მოხვდა: მათი წითელი წანაცვლება შეფასებულია როგორც 8. გალაქტიკათა ასეთი ადრეული კლასი სუსტი ელვარებით, მაღალენერგიული ვარსკვლავებისგან (პირველი ვარსკვლავები) უნდა შედგებოდეს, რომელთა გამოსხივებამ სამყაროს ნორმალური მატერიის დიდი ნაწილი ცივი გაზიდან, ცხელ, იონიზებულ პლაზმად აქცია (ანდრომედასა და ირმის ნახტომის შეჯახების ზუსტი თარიღი; უძველესი გალაქტიკა გაზის შთანთქმის პროცესში; ექსტრემალური კოსმოსი 2012; უშორესი SXDF-NB1006-2; უშორესი გალაქტიკური გროვა; უძველესი გალაქტიკა; სამყაროს პირველი გალაქტიკა; უძველესი გალაქტიკა ).
ფრენა ჰაბლის ექსტრემალურად ღრმა სივრცეში
Posted by