ასტრონომებმა ახალგაზრდა ვარსკვლავების შემომფარგლავი მტვრისგან პლანეტების ფორმირების გამოცანა ამოხსნეს: მათ უშუალოდ დაინახეს მტვრის „ხაფანგი“, რომელიც მტვრის დისკოში მსხვილი ნაწილაკების „გადარჩენას“ უზრუნველყოფს(ESО).
პლანეტები შორეული ვარსკვლავების ორბიტებზე იშვიათობა არ არის, თუმცა მეცნიერთათვის მათი ფორმირების პროცესი ბოლომდე გასაგები ახლაც არაა. გაზურ-მტვროვან დისკოში მიმდინარე პროცესების მოდელირებამ, აჩვენა(ვიდეო), რომ ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახებიან და ეკვრიან, უფრო დიდ ობიექტებად იქცევიან, ოღონდ გარკვეულ ზღვრამდე. კიდევ უფრო დიდი ზომების მიღებისთანავე, ნებისმიერი შემდგეგი შეჯახება მათთვის შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს: ისინი ისევ მტვრად იქცევიან. თუ საბედისწერო შეჯახებას რომელიმე მათგანმა თავი დააღწია, უფრო მცირე ზომის მტვერთან მუდმივი ხახუნი მათ ენერგიას დააკარგინებს და დისკოდან ვარსკვლავის მიმართულებით გადააგდებს, სადაც პლანეტის ზომამდე „გაზრდის“ არანაირი შანსი არ არსებობს.
ასტრონომები ადრეც აღნიშნავდნენ, რომ დიდი ნაწილაკების უფრო დაბალ ორბიტებზე(ანუ ვარსკვლავთან ახლოს) გადასვლას „მტვრის ხაფანგები“ აფერხებდნენ. ლაპარაკია გაზურ-მტვროვან დისკოში გაჩენილ ხვეულებზე, რომლებიც ასეული და ათასეული წლების განმავლობაში არსებობენ. ასეთი წარმონაქმნის დამზერა კი მხოლოდ ახლა მოხერხდა. „მტვრის ხაფანგი“ სისტემა Oph-IRS 48-ში მდებარეობს, ის ტელესკოპთა სისტემა ALMA(ატაკამას დიდი მილიმეტრული მასივი(ALMA))-თი იქნა გამოკვლეული. მასში მატერიის სიმკვრივე 130-ჯერ მაღალია, ვიდრე დისკოს დანარჩენ ნაწილში.
ვარსკვლავიდან ასეთ მანძილზე სრულფასოვანი პლანეტების ფორმირების შესაძლებლობა ძალიან მცირეა, თუმცა Oph-IRS 48-ას მტვრისგან შედარებით მცირე ობიქტები შეიძლება გაჩნდნენ – მაგალითად, კომეტები(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ; უცხო კომეტები).
მტვრის „ხაფანგი“: კომეტების აკვანი
Posted by