არცერთი ადგილი არ იყო უსაფრთხო. 4 მილიარდი წლის წინათ, არქაულ ერამდე ადრე (გეოლოგიური დრო), ჩვენი მზის სისტემა ქვისა და ყინულის უზარმაზარი ლოდებით იყო სავსე. დედამიწისა და მთვარის ბომბარდირების კვლევები გვიჩვენებს (გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა), რომ პლანეტის მთელი ზედაპირი გამუდმებით იბზარებოდა, არ იყო ჩვენთვის ცნობილი ხმელეთის მასივები. ეს პროცესები სიცოცხლის ნებისმიერი ფორმების გადარჩენას აძნელებდა, მეტი შანსები ჰქონდათ ბაქტერიებს, რომლლებსაც მაღალი ტემპერატურების გადატანა შეეძლოთ. ამ ეპოქაში ფორმირებული ოკეანეები, განსაკუთრებით ძლიერი დარტყმების გამო ორთქლდებოდა(რატომ არ აორთქლდა დედამიწის წყალი?), შემდეგ კი ისევ ჩნდებოდა. სურათზე ნაჩვენებია, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მაშინდელი დედამიწა. დღიანი მხარე წრიული დარტყმითი წარმონაქმნებით არის დაღარული, ხოლო ღამის მხარეზე გამდნარი ლავის ნაკადები ჩანს. მილიარდი წლის მერე, შედარებით წყნარ მზის სიტემაში, დედამიწის პიორველი სუპერკონტინენტი (მომავალი სუპერკონტინენტის ადგილი) ჩამოყალიბდა (დედამიწა).
4 მილიარდი წელი ჩვენს ერამდე: გაბზარული დედამიწა
Posted by