ახლახანს კინორეჟისორმა ტონი მეიერმა უოლტ დისნეისთან ერთად დოკუმენტური ფილმი შექმნა, დედამიწა 3D-ში, რომლის ჩვენება 29 მარტს უოლტ დისნეის კინოსტუდიაში გაიმართა.
ეს არაჩვეულებრივი სანახაობა და ფოტო მასალა IMAX-ის არაჩვეულებრივმა კამერამ შეაგროვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ როგორ გამოიყურება ჩვენი პლანეტა და რა ცვლილებები მოხდა მასზე ამ ხნის განმავლობაში. ფილმის შემქმნელები დედამიწაზე და მზის სისტემაზე კიდევ ბევრ საინტერესო მასალას გვპირდებიან. უოლტ დისნეი ამაყობს, რომ ის არის ყოველთვის ლიდერი ფანტაზიური სამყაროს შექმნასა და საზოგადოებისთვის ხარისხიანი მასალის მიწოდების საქმეში, ამა თუ იმ პროდუქტზე. ეს ფილმიც ადამიანებისთვის სწორედ რომ დიდი თვალსაჩინოებაა, ჩვენ შეგვიძლია, როგორც ჩიტებს, ვიფრინოთ ჩვენს წარმოუდგენლად ლამაზ სამყაროში და გავიგოთ მისი მომავალი, განაცხადა უოლტ დისნეის გენერალურმა დირექტორმა ალან ბერგმანმა.
რეჟისორი ტონი მეიერი 1971 წლიდან მუშაობს ასეთი ფილმების შექმნაზე, მისმა შექმნილმა მეშვიდე ფილმმა “Hubble 3D“ 2010 წელს 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ასევე მას ეკუთვის ფილმები: „გაუმარჯოს კოლუმბიას“-1982, „სიზმარი ცოცხალია“ – 1985, „დისნეი კოსმოსში“ – 1994, „მისია მირზე“ – 1997.
1990 წელს შექმნილი ფილმი „ლურჯი პლანეტა“. მეიერი ამბობს, რომ ჩვენ კვლავ მივმართეთ IMAX კამერები დედამიწისკენ რათა შეგვესწავლა და გაგვერკვია რა ცვლილებები მიმდინარეობდა დედამიწაზე დღემდე. საერთაშორისო კოსმოსური სადგური ეს არის უნიკალური ბაქანი, საიდანაც ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს პლანტაზე მიმდინარე მოვლენების დაკვირვებას შევძლებთ, არამედ უცხო ცივილიზაციების აღმოჩენასაც(საერთაშორისო სადგურიდან დანახული დედამიწა).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.