რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის(პასადენა, ა.შ.შ.) მკვლევარების აზრით, ევროპის(იუპიტერის თანამგზავრი) ყინულქვეშა ოკეანის ქიმიური ბალანსი, დედამიწისეულის მსგავსია(nasa).
საჭირო ქიმიური ენერგიის ბალანსი იმ შემთხვევაშიც იქნება, თუ თანამგზავრის ყინულქვეშა ვულკანური აქტიურობა არასაკმარისად არის განვითარებული. პლანეტოლოგები ასეთ დასკვნამდე, ევროპის ოკეანის პირობების ლაბორატორიული მოდელირებით მივიდნენ. წყალბადისა და ჟანგბადის გამოყოფა, რომელიც უშუალოდ ვულკანურ აქტიურობას არ უკავშირდება, დედამიწისეულის ანალოგიურია, წყალბადზე ათჯერ მეტი ჟანგბადის გამოყოფით.გამოთვლილი იქნა სერპენტიზაციის პროცესის ინტენსიურობაც, რომლის დროსაც დედამიწაზე, ზღვის წყლის პირობებში, მაგნიუმის სილიკატებისა და რკინისგან, მინერალი სერპენტინი წარმოიქმნება. ამ პროცესის დროს წყალბადი გამოიყოფა. სილიკატების წყაროს, ყინულქვეშა ნაპრალები წარმოადგენს, რომლებიც ახლაც უნდა ჩნდებოდეს, ევროპის წიაღის გაცივებასთან ერთად. ასეთი ნაპრალები, 5-6 კილომეტრის სიღრმით, დედამიწის ოკეანეების ფსკრეზეც არის აღმოჩენილი, ხოლო ევროპისეული ნაპრალების სიღრმე 25 კილომეტრსაც შეიძლება აღწევდეს.
დედამიწის ეკოსისტემაში, ეს ორი ელემენტი დამჟანგავისა და აღმდგენის როლში გვევლინება. თუ ოკეანეში ჭარბი ჟანგბადია, მაღალი სიმჟავის გამო ის, სიცოცხლის არსებობისათვის უვარგისი იქნება. ამ თანამგზავრზე, ჟანგბადისა და წყალბადის ბალანსი ვულკანური აქტიურობის გარეშეც ოპტიმალური უნდა იყოს. მეცნიერთა ვარაუდით, ამ ორი ელემენტის წრებრუნვა ოკეანის ზედა ფენებიდან(ჟანგბადი) და ფსკერიდან(წყალბადი) მიმდინარეობს.
ევროპა, მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის შესაძლო არსებობისთვის შესაფერისი ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატია. მისი გაყინული ზედაპირის ქვეშ, თხევადი ან ბლანტი ყინულისაგან შემდგარი ოკანე იმალება. მარილიანი წყლის მარაგი იქ, ორჯერ მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე დედამიწის ოკეანეებშია(ზღვის მარილი ევროპაზე?; ევროპისეული სიცოცხლის მტკიცებულება დედამიწაზე). 2012 წელს, ”ჰაბლმა” ევროპისეული გეიზერებიც დააფიქსირა. ჩვენს პლანეტაზე, იუპიტერისეული თანამგზავრის მსგავსი პირობები, შუა-ატლანტიკური ქედის მახლობლად, ლოსთ სითის სახელით ცნობილ ჰიდროთერმულ წყაროებთან დაიმზირება(კიდევ ევროპის შესახებ; სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები).