გიგანტური ელვა ჩინეთის თავზე

 ჩინელმა მეცნიერებმა გიგანტური ელვას კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც 2010 წელს შანდუნის პროვინციის ქალაქ ბინჩჟოუს თავზე დაფიქსირდა(Chinese Science Bulletin).

სამყაროსავით ძველი მეზობელი

 მეტალებით ღარიბი ვარსკვლავის HD 140283-ის ასაკი, რომელიც დედამიწიდან 190 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, 14,46±0,80 მილიარდი წელია, ანუ ჩვენი მეზობელი თითქმის ისეთივე ხნიერია, როგორც სამყარო(PhysOrg).

„ჯემინის“ ექსტრა ადაპტიური ოპტიკა

 შემოდგომაზე ტელესკოპზე „ჯემინი სამხრეთი“ ახალი ინსტრუმენტი დაყენდება – ექსტრა ადაპტიური ოპტიკა. ის ეკზოპლანეტების დედამიწის ზედაპირიდან მოძებნის საშუალებას მოგვცემს(Wired).

ასტეროიდებზე მონადირე ჩემოდნისხელა სატელიტი

 პატარა, სულ რაღაც ჩემოდნისხელა კანადური სატელიტი, რომელიც 25 თებერვალს ინდოეთიდან კოსმოსში გაუშვეს, ასტეროიდების საძებნელად არის შექმნილი, ასტეორიდებისა, რომლებიც მზის სისტემაში არიან და დედამიწისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ეს არის პირველი სატელიტი, რომელსაც შეუძლია დიდ მანძილზე დააფიქსიროს და უთვალთვალოს ნებისმიერ კლდოვან ნამსხვრევს.