ორბიტალური ტელესკოპის „ჰაბლი“-ს მოწყობილობამ ზეახალ UDS10Wil (SN Wilson)-ის სინათლე დააფიქსირა, რომელიც როგორც ჩანს, დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინათ აფეთქდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს დრო დასჭირდა ზეახლის სინათლეს დედამიწამდე რომ მოეღწია(სინათლის სიჩქარე).
UDS10Wil (SN Wilson) ზეახლების Ia ტიპს მიეკუთვნება. ის ჩვენი სამყაროსათვის სრულიად ტიპიური ზეახალია. სწორედ ასეთი აფეთქებებით იკვლევენ მეცნიერები სამყაროს გაფართოებას, რადგან აფეთქებისას მათი ელვარება ერთნაირია(სტანდარტული სანთლები).
„ახლად აღმოჩენილი ზეახალი, რომელიც რეკორდულ დისტანციაზეა, მეცნიერებს ადრეული სამყაროსკენ უღებს კარებს, მის უკეთესად შესასწავლად და გასაგებად“ – ამბობს კვლევის წამყვანი მეცნიერი დევიდ ჯონსი ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტიდან.
აღსანიშნავია, რომ UDS10Wil (SN Wilson) წინა რეკორდმენზე(ექსტრემალური კოსმოსი 2012) მხოლოდ 4%-ით შორს არის, ისიც „ჰაბლით“ იქნა აღმოჩენილი.