ნაწილობრივი დაშლა

 ასტროფიზიკის ჰარვარდ-სმიტსონის ცენტრის ასტრონომების თქმით, აღმოჩენილია ახალი ტიპის ზეახლები, რომლებიც არცერთ აქამდე ცნობილ ტიპებს არ შეესაბამება.

 ზეახლის ტიპი ანთების სპექტრში წყალბადის ზოლის არსებობით განისაზღვრება: თუ ის არის, ზეახალს II ტიპს მიაკუთვნებენ, თუ არა — I ტიპს.

 ახალად აღმოჩენილს, ჯერჯერობით — Iax შეარქვეს, რითაც მისი Ia-სთან მსგავსებას ესმება ხაზი. მთავარი განსხვავება ენერგიის შედარებით მცირე რაოდენობაა, რომელიც აფეთქების დროს გამოიყოფა.

 Ia-ს წინამორბედი თეთრი ჯუჯაა, რომელიც ორმაგ ვარსჯკვლავურ სისტემაში შედის და თავისი ჩვეულებრივი ვარსკვლავი-კომპანიონიდან გაზს თავისკენ გადმოქაჩავს, გარკვეულ ზღვრულ მნიშვნეობამდე მძიმდება და ზეახლად ფეთქდება. Ia-ს აფეთქებისას თეთრი ჯუჯა მძთლიანად იშლება, ხოლო ახლად აღმჩენილი Iax-ის შემთხვევაში მხოლოდ ნაწილობრივ (აფეთქებამ ზეახალი მთლიანად დაშალა).

 ამ მომენტისთის, ასტრონომებმა ასეთი ტიპის 25 ზეახალი აღმოაჩინეს, მათი გამოთვლით, ისინი სამჯერ უფრო იშვიათად ჩნდება, ვიდრე Ia-ს ტიპის ზეახლები.

httpv://www.youtube.com/watch?v=RgfbjHz_UTo

 აღსანიშნავია, რომ არცერთი Iax არ დაიმზირება ელიფსურ გალაქტიკებში, რომლებიც ძირითადათ ხნიერი ვარსკვლავებისგან შედგება. როგორც ჩანს, Iax მხოლოდ ახალგაზრდა ვარსკვლავურ გროვებში ინთება.

 აფეთქების მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვევევლია: ან ვარსკვლავი-კომპანიონის ჰელიუმის თერმობირთვული ანთება ხდება და წარმოქმნილი დარტყმითი ტალღა თეთრი ჯუჯის აფეთქებას იწვევს, ან ინთება თვითონ თეთრი ჯუჯა, ისევ კომპანიონის ჰელიუმით დამძიმებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.