წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, სინათლის სხივი ამრეკლი ზედაპირისკენ მიმართეთ, მაგალითად, ლაზერული მაჩვენებელი სარკისკენ ან გაპრიალებული ზედაპირის მქონე ლითონისკენ. სხივი ასეთი ზედაპირიდან აირეკლება და გარკვეული მიმართულებით გავრცელდება.
არეკვლის კანონის მიხედვით, დაცემის კუთხე არეკვლის კუთხის ტოლია. ეს ბოლომდე შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ ინტუიცია გვკარნახობს. სხივი, რომელიც თითქმის ზედაპირის პარალელურად ეცემა, მხოლოდ მსუბუქად შეეხება მას, ბლაგვი კუთხით აირეკლება და მოძრაობას დაბალი ტრაექტორიით გააგრძელებს, ზედაპირთან ახლოს. მახვილი კუთხით დაცემული სხივი, მახვილი კუთხითვე აირეკლება და თითქმის საწყისი სხივის მიმართულება ექნება, სწორედ ამას ითხოვს კანონი. არეკვლის კანონი, როგორც ბუნების ნებისმიერი კანონი, დაკვირვებებისა და ცდების საფუძველზე იქნა მიღებული.
მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონში კუთხეები ზედაპირის პერპენდიკულარიდან გადაითვლება, სხივის დაცემის წერტილში. ბრტყელი ზედაპირისთვის, მაგალითად, სარკისთვის, ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგან პერპენდიკულარს მისი ზედაპირის მიმართ, ყველა წერტილში ერთნაირი მიმართულება აქვს. პარალელურად ფოკუსირებული სინათლის სხივები, მაგალითად, პროჟექტორის, შიძლება პარალელური სხივების მჭიდრო კონად განვიხილოთ. თუ ასეთი კონა სიბრტყიდან ირეკლება, მაშინ კონას ყველა სხივი ზუსტად ერთნაირი კუთხით აირეკლება და ყველა პარალელურად გააგრძელებენ მოძრაობას. სწორედ ამიტომ არ ამახინჯებს სწორი სარკე თქვენს ანარეკლს.
თუმცა არსებობენ მრუდე სარკეებიც. სარკეების ზედაპირების განსხვავებული გეომეტრიული კონფიგურაციები ნიმუშის განსხვავებულ ანარეკლებს იძლევიან და სხვადასხვა სასარგებლო ეფექტების მიღების საშუალებას გვაძლევენ. ტელესკოპ-რეფლქტრორის ჩაზნექილი მთავარი სარკე შორეული ობიექტების სინათლეს ერთ წერტილში მიმართავს. ავტომობილის უკანა ხედვის ამოზნექილი სარკე კი დამზერის ფართო კუთხეს უზრუნველყოფს. სიცილის ოთახის მრუდე სარკეებში საკუთარი გამოსახულების უჩვეულო დეფრომაცია გვახალისებს.
არეკვლის კანონს არა მარტო სინათლე ემორჩილება, არამედ ნებისმიერი ელექტრომაგნიტური ტალღა – რადიო, ზემაღალი, რენტგენისა და სხვა სხივები, ზუსტად იგივენაირად იქცევიან. აი რატომ არის რადიტელესკოპების უზარმაზარი ამრეკლი ლითონის სარკეები და თანამგზავრული ტელევიზიის ”თეფშები” ჩაზნექილი – მათში პარალელურად მოძრავი სხივების ერთ წერტილში შეკრების ზემოთ ხსენებული პრინციპი გამოიყენება(როგორ მუშაობს ტელესკოპი).