ევროპელმა მეცნიერებმა ვარსკვლავური სისტემის 2M0103-ის პირველი ფოტო გადაიღეს, რომლის ცენტრში მდებარე ორ ვარსკვლავთან ორბიტაზე, მესამე, ჯერჯერობით სტატუსის არქმონე ობიექტი ბრუნავს. ფოტო ძალიან დიდი ტელესკოპის(VLT, ჩიელე) ინფრაწითელი კამერით გადაიღეს.
მესამე ობიექტი სახელად 2MASS0103(AB)b საკმაოდ უჩვეულოა. მეცნიერთა თქმით, ის იმდენად მასიურია, რომ შეიძლება პლანეტაც იყოს და ყავისფერი ჯუჯების კლასის ვარსკვლავიც. ასტრონომებს ამ ბინარული(ჯერადი) სიტემის მესამე ობიექტის სტატუსი ჯერ კიდევ არ განუსაზღვრავთ.
ობიექტი ვარსკვლავებიდან 12,5 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ეს საკმაოდ დიდი მანძილია, რამაც ობიექტ 2MASS0103(AB)b-ეს ორმაგი ვარსკვლავის გარშემო არსებული გაზურ-მტვროვანი ღრუბლისგან ფორმირების საშუალება მისცა.
მეცნიერთა შეფასებით, 2MASS0103(AB)b-ს მასა ჩვენი იუპიტერისაზე 12-14ჯერ მეტია. ეს მასა საზღვარია პლანეტასა და ყავისფერ ჯუჯას შორის.
პლანეტოლოგი ფილიპ დელორმი, გრენობლის(საფრანგეთი) უნივერსიტეტიდან, ამბობს: ”წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მასიური პლანეტა, ერთდროულად ყველაზე მსუბუქი ვარსკვლავი შეიძლება იყოს”.
თუ ეს პლანეტაა, მაშინ, უფრო, ის გრავიტაციული არასტაბილურობის ხარჯზე ფორმირდებოდა. მეცნიერებს სისტემა 2M0103-ის მესამე ობიექტის რაობის გარკვევაში კიდევ ბევრი უძილო ღამეების გათენება მოუწევთ.