მარსის ზედაპირქვეშა ქერქის 3D-რეკონსტრუქციამ რეგიონ Elysium Planitia-ში არხთა განშტოებები გამოავლინა. ეს მთიანი რეგიონი ვულკანური წარმოშობისაა და არხები საკმაოდ სქელი ლავას ქვეშ არიან მოქცეული. მიუხედავად ამისა მკვლევარები, რომლებიც რეკონსტრუქციას ახდენდნენ, დარწმუნებულნი არიან, რომ ეს არხები თხევადი წყლის ზემოქმედებით გაჩნდნენ.
მომავლისთვის, მკვლევარები იმედოვნებენ დაადგინონ, ახდენდნენ თუ არა წყლის ეს ნაკადები მარსის კლიმატზე(1) მნიშვნელოვან გავლენას.
მთიანი ელიზია მარსის, ზომით მეორე ვულკანური რეგიონია. ინტენსიური ამოფრქვევების შედეგად, რომლებიც მეცნიერთა აზრით, უკანასკნელი ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში ხდებოდა, ახალგაზრდა ზედაპირი ლავათი დაიფარა, 1000 კილომეტრიანი არხების დიდი ნაწილ თვალთახედვიდან დაიმალა, რეგიონ Marte Vallis-ში.
ამ არხთა აღმოჩენა, სიგრძეების, სიგანისა და სიღრმის დადგენა მცირე სიღრმეების რადიოლოკატორის საშუალებით მოხერხდა(SHARAD), რომელიც მარსის ორბიტალურ მზვერავზეა(MRO) დაყენებული. როგორც გაირკვა, წყლის ნაკადების წყაროები, რომლებმაც ეს არხები წარმოქმნეს, ამჟამად მთლიანად ჩამარხული ცერბერის ნაწილია – ნაპრალთა სისტემისა, რომელიც ელიზიას კვეთს.