მერკურის ფერები

 ამ სურათზე მზის სისტემის ყველზე შიდა პლანეტის ფერები სპეციალურად არის გაძლიერებული. გამოსახულება მერკურის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის,მესენჯერისმიერ გადაღებული ფოტოებით არის შედგენილი. ადამიანის თვალს ამ ფერთა განსხვავება არ შეუძლია, თუმცა ისინი რეალურად არსებობს და კრატერებით დაფარული ზედაპირის ქიმიურ, მინერალოგიურ და  ფიზიკურ თვისებებს გვიჩვენებს. დისკოს ზედა მარჯვენა ნაწილში კარგად გამოკვეთილი, მრგვალი, მოყვითალო-ყავისფერი წარმონაქმნი მოჩანს. ის კალორისის ღრმულის სახელით არის ცნობილი და მზის სისტემის ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, კომეტასთან ან ასტეროიდთან შეჯახებით გაჩნდა. შემდეგ კი ეს უძველესი ღრმული ამოფრქვეული ვულკანური ლავით დაიფარა. ამგვარად გაჩნდა მთვარის ”ზღვებიც”. ფერადი კონტრასტები კრატერების გარშემო არსებულ ახალგაზრდა სხივებზე თვალის გადევნების საშუალება იძლევა. მათ ღია ცისფერი ან თეთრი ფერი აქვს და დაბალი არეკვლის უნარის მქონე მუქ-ცისფერ ფონზე კარგად ჩანს.

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.