ჰიგსის ბოზონი და სამყაროს ბედი

ჰიგსის ბოზონი სამყაროს დაანგრევს – ასეთ „ყვითელ“ სათაურებს მსოფლიო მასმედიაში ხშირად შეიძლება შევხვდეთ. მათი გამოჩენის მიზეზი ფერმის სახელობის ლაბორატორიის ფიზიკოს-თორეტიკოსის, ჯოზეფ ლიკენის სიტყვებია, რომელმაც მეცნიერების მხარდამჭერი ასოციაციის (AAAS) სხდომაზე განაცხადა – რომ შარშან აღმოჩენილი ბოზონის მასა სამყაროს არასტაბილურობასა და შორეულ მომავალში მის უეჭველ დაშლაზე მეტყველებს.

 დაშლა, ახალ დიდ აფეთქებასთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ახლანდელ სამყაროს გაანადგურებს.

 ჰიგსის ბოზონი, 2012 წლის მეორე ნახევარში, დიდი ადრონული კოლაიდერით აღმოაჩინეს (მაღალი ალბათობით). ნაწილაკის მასა (ან ენერგია) 126 გიგაელექტრონვოლტს შეადგენს, რაც სტანდარტული მოდელის მიხედვით ნავარაუდევს ემთხვევა.

 ფიზიკოსების მიერ სამყაროს მომავლაზე ჩატარებულმა გამოთვლებმა, ჰიგსის მასის გათვალისწინებით, ახალი დიდი აფეთქების შესაძლებლობა გვიჩვენა – რამდენიმე ათული მილიარდი წლის მერე.

 ასეთი თეორიები ადრეც იყო წარმოდგენილი. ჯერ კიდევ 1982 წელს წინასწარმეტყველებდნენ, რომ სადღაც, „ჭეშმარიტი ვაკუუმის“ ბუშტი შეიეძლება გაჩნდეს, რომელიც სამყაროს შთანთქმას დაიწყებს.

 ასევე, ორიათასიანი წლების დასაწყისში იქნა წარმოდგენილი „დიდი აფეთექბის თეორია“, რომლის მიხედვითაც, ყოვლისმომცველი ბნელი ენერგია საბოლოოდ სუბატომურ ნაწილაკებსაც კი დაშლის – ჭეშმარიტი ვაკუუმის წარმოქმნით.

 ასეა თუ ისე, ყველაფერი იმას ეფუძნება, თუ კონკრეტულად რა მასა აქვს ჰიგსის ბოზონს, თუ საერთოდ მისი აღმოჩენა 100%-ით დადასტურდა, მეცნიერთა შორის ერთიანი აზრი ჯერჯერობით არ არსებობს. 1%-იანი შეცდომაც კი სამყაროს სხვანაირ დასასრულს ნიშნავს, ამბობს ლიკენი (მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ; კიდევ ჰიგსის ბოზონის შესახებ; ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი; ბნელი ენერგია დარტყმის ქვეშ: რთული თეორია; კიდევ დიდი გახლეჩის შესახებ; რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?; მულტისამყარო – მისი არსებობის მიზეზები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.