ამა წლის ივნისში მარსის ორბიტალურმა თანამგზავრმა Mars Express-მა წითელ პლანეტაზე, მთიან რეგიონში სახელად ჰარიოთი, გეილის კრატერთან და არგირის აუზსთან ახლოს ელვარე მონაკვეთებიანი რეგიონი დააფიქსირა, რომლებიც თოვლით დაფარულ ზედაპირს ჰგვანან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს სინამდვილეში გაყინული ნახშირბადის დიოქსიდია(CO2).
ლაპარაკია საკმაოდ დიდ, კლდოვანი მთების ჯგუფზე, რომლებიც 1000 კილომეტრის მანძილზე ვრცელდებიან, კრატერ არგირის კიდემდე. პირველად ისინი 1929 წელს ეჟენ მიშელ ანტონიადიმ აღწერა. დედამიწიდან მათი დანახვა მხოლოდ ძლიერი ტელესკოპებითაა შესაძლებელი.
დედამიწელი დამკვირვებლისთვის მთები ძველი რელიეფივით გამოიყურებიან, მსხვილი ფორმებითა და თითქმის უკვე ჩაფლული შთამბეჭდავი ზომის კრატერებით. კიდევ უფრო მეტი რაოდენობის კრატერებს კვარცხლბეკის ფორმები აქვთ. ისინი ამაღლებული რელიეფების ფორმირების დროს ჩნდებიან. ასეთი ადგილები ეროზიამედეგები არიან, ქანები იქ ნელა იშლება, ვიდრე გარემომცველ მიდამოში, ასეთნაირად ჩნდებიან მსგავსი მაღლობები.
ნახშირბადის დიოქსიდი, რომელიც მარსის ამ ზონას ელვარებას სძენს, ჩვენთვის ნახშირორჟანგის სახელით არის ცნობილი, მას ატმოსფროში ამოვისუნთქავთ. ჩვენს პლანეტაზე მიწისქვეშა ნაგებობებში ის ნიადაგიდან ხვდება, ასევე ორგანული ნივთიერებების გახრწნით სხვა და სხვა რეზერვუარებში, ავზებში, ბუნკერებსა და მსგავს ობიექტებში, თუ მათში ნახშიბადის ნელი დაჟანგვის რეაქციები მიმდინრეობს. გარდა ამისა, ის ხსნარის სახით წყაროს წყლებშიც გვხვდება. ყოფაცხოვრებაში ამ გაზს ხანძრის ჩასაქრობად იყენებენ, რადგან ის ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციას ამცირებს, რაც წვას აძნელებს. სხვათა შორის, ცეცხლმაქრობიდან გადმოსული ქაფი თოვსლ მართლაც ჰგავს.
საიდან მოხვდა ნახშირორჟანგი მარსზე? ეს წითელი პლანეტის სიცოცხლისათვის თავსებადობაზე ლაპარაკის ერთ-ერთი მიზეზიცაა. ან იმაზე, რომ ოდესღაც იქ სიცოცხლე იყო… რომ, თითქოს მისი მცხოვრებნი ჩვენსავით ჟანგბადს ისუნთქავდნენ და CO2-ს ამოისუნთქავდნენ, ხოლო შემდეგ პლანეტაზე კლიმატი შეიცვალა, მარსელები გაქრნენ, ხოლო გაზი გაიყინა და ზედაპირზე დაილექა…
მარსზე წყალიც მოიძებნა. ჯერ კიდევ 2006 წელს რადარმა MARSIS, პლანეტის ზედაპირის ქვეშ წყლის დიდი მარაგები გამოავლინა. კერძოდ, ხრისის დაბლობის ქვეშ, 250 კილომეტრიანი მეტეორული კრატერი ყინულითაა შევსებული. ხოლო გასულ წელიწადს გერმანელმა სპეციალისტებმა მარსული კანიონის ფერდობებზე, რეგიონ Melas Chasma-ში, კალაპოტების მაგვარი არხები აღმოაჩინეს, რომელთა ფსკერზე სულფატური ნაერთების არსებობა გამოვლინდა, რომელიც ჩვეულებრივ, წყლის ზემოქმედებით დაჟანგვით ჩნდება. როგორც ჩანს აქ ერთ დროს უზარაზარი ზღვა იყო. მარსმავალ ”ცნობიმოყვარეობა”-ს მიერ გადაღებულ ფოტოებზე მეცნიერებმა მთის ქანებს შორის, ღორღით დაფარული მდინარის თუ ნაკადულის კალაპოტი ამოიცნეს.
ექსპერტთა თქმით, კალაპოტის ქვების ზომა და ფორმა საშუალებას იძლევა დავადგინოთ, თუ რა სიგრძის იყო მდინარე და რა საიჩქარით მიედინებოდა მასში წყალი. თუ აღმოჩნდა, რომ არხებში თიხა და სულფატებიც არის, რომლებშიც თეორიულად ორგანული ნივთიერებებიცაა, მაშინ პლანეტაზე ერთ დროს არსებულ ჰიპოთეტურ სიცოცხლეზეც შეიძლება ლაპარაკი.
და მაინც, მარსზე არანაირი მიკრობები არ არის აღმოჩენილი… თან ”ცნობიმოყვარეობა”-ს ლაზერულმა სპექტრომეტრმა მარსის ატმოსფეროში მეთანის კვალიც კი ვერ აღმოაჩინა. ეს გაზი კი ტრადიციულად ცოცხალი ორგანიზმების არსებობის ნიშნად ითვლება.
რაც შეეხება ნახშირბადს, კარნეგის ინსტიტუტის ასტრონომებმა ენდრიუ სტილის მეთაურობით დაადგინეს, რომ მარსულ მეტეორიტში(1) აღმოჩენილ ორგანულ მოლეკულებს გეოლოგიური წარმომავლობა აქვთ და არა დედამიწისეული ან კოსმოსური წარმომავლობა. მეცნიერთა თქმით, გამდნარი სილიციუმის ქანების მიკროსკოპული გრანულები მეტეორიტებს შიგნით მათ ვულკანურ ან სხვა გეოლოგიური ფენომენებით წარმოშობაზე მეტყველებენ. ყოველგვარი ბიოლოგიური პროცესების გამორიცხვით…
თუმცა ახალი აღმოჩენა სპეციალისტთათვის საკმაოდ უცნაური სიურპრიზია, საჭიროა გვახსოვდეს, რომ მარსი, ოფიციალურად დედამიწსიმაგვარ პლანეტად ითვლება(2), ამავე დროს არ ჰგავს მას – თავისი გეოლოგიური შემადგენელით, ატმოსფეროთი, კლიმატური პირობებით(წყლის ერთი წყარო). ჯერჯერობით ვერც ვერაფერი გვაახლოებს ჩვენ იმის მტკიცებულებებთან, რომ ოდესღაც იქ ვიღაც ცხოვრობდა…