მაკემაკე ატმოსფეროს გარეშე

მხატვრის თვალით დანახული მაკემაკე.

 ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრნომენმა დაადგინეს, რომ ჯუჯა პლანეტა მაკემაკეს, მეზობელი პლუტონისგან განსხვავებით, ატმოსფერო არ გააჩნია(Nature; ESO).  აღმოჩენა მაკემაკეს შორეული ვარსკვლავის წინ მოძრაობის დროს გაკეთდა. ეს „ვარსკვლავური დაბნელება“, რომელსაც ასტრონომები გადაფარვასაც უწოდებენ, 2011 წლის 23 აპრილს მოხდა, რომელზე დაკვირვებაც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის სამი ტეელსკოპით ხდებოდა(დიდი ტელესკოპების ერა).

 მაკემაკეზე ატმოსფეროს არ არსებობის შესახებ დასკვნა იმის მხიედვით გაკეთდა, რომ გადაფარვის დროს ვარსკვლვის სინათლე ერთნაირად მკვეთრად გაქრა და გამოჩნდა. ამ ციურ სხეულს რომ ატმოსფერო ჰქონოდა, მაშინ ეს ნელ ტემპში მოხდებოდა, რადგან სინათლე ატმოსფეროს შემდაგენელ გაზებში გაიფანტებოდა. ასტრონომთა გამოთვლებით, მაკემაკეზე გაზის მაქსიმალური წნევა დედამიწისეულის 12 მემილიარდედს არ აღემატება, რაც პლუტონის ატმოსფერულ წნევზე 250-ჯერ ნაკლებია.
 გარდა ამისა, დკვირვებების დროს ჯუჯა პლანეტის ზომა და სიმკვრივეც დადგინდა. მაკემაკეს გაწელილი ფორმა აქვს, მისი დიდი და პატარა დიამეტრები 1502 და 1430 კილომეტრია შესაბამისად. სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე 1,7 გრამს აღწევს. ეს 77%-ით მეტია პლუტონის სიმკვრივეზე, თუმცა ნაკლები ერისისაზე(მეზობელი ჯუჯბი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.