თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, კოსმოსის მატერიის დიდი ნაწილი ე.წ. ბნელ მატერიაზე მოდის(დამალული მასა, ბნელი მატერია). ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ის მასიური, სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკებისგან შედგება(WIMP). რამდენად მძიმეა ეს ნაწილაკები ისევ კამათის საგნად რჩება.
ჯუჯა გალაქტიკა UGC 9128.
მეცნიერებმა, ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში, ხსენებულ ნაწილაკთა მასების ანალიზი ჯუჯა გალაქტიკების(ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკები) გამოსხივების მიხედვით იანგარიშეს. ამისათვის მათ გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ორბიტალურმა ტელესკოპმა “ფერმი”-მ შეაგროვა. მეცნიერებმა შეგროვილი გამოსხივებიდან იმ ნაწილის გამორიცხვა მოახდინეს, რომელსაც ჩვეულებრივი კოსმოსური ობიექტები ასხივებენ. დარჩენილი გამოსხივება კი, როგორც ჩანს, ბნელი მატერიის ანიჰილაციით(ნაწილაკების და ანტინაწილაკების ერთმანეთთან შეჯახების მერე სხვა, განსხვავებულ ნაწილაკებად გადაქცევის რეაქცია) გამოსხივდება.
ჯუჯა გალაქტიკების მხრიდან ჭარბი ფოტონების შედარებით მცირე რაოდენობა მოდის, რაც თავის მხრივ, ანიჰილაციური მოვლენების სიმცირეზე მეტყველებს. ყოველივე ამის მიხედვით მეცნიერებმა ბნელი მატერიის ნაწილაკების მასისა და რაოდენობის შეფასება შეძლეს(მონაცემები მასების შესახებ სხვა წყაროებიდანაა ცნობილი,მაგალითად, გალაქტიკების მოძრაობის მიხედვით). როგორც აღმოჩნდა, ამ ნაწილაკთა მასა მინიმუმ 40 გიგაელექტრონვოლტია.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში arXiv.org-ზე გამოჩნდა სტატია, რომელშიც ბნელი მატერიის ნაწილაკების მიწაზე არსებული დეტექტორებით რეგისტრაციაზე იყო ლაპარაკი – ექსპერიმენტი CRESST-ი(იშვიათ მოვლენათა კრიოგენული ძებნა ზეგამტარი თერმომეტრებით).