ასტრონავტები და მეცნიერები საუკეთესო ასტროფოტოებს ირჩევენ

 ღამის ცა ადამიანის თვალთახედვას ძველთაგანვე იზიდავდა, ხოლო კოსმოსის პირველმა ფოტოებმა ადამიანისა და ცის ურთიერთობა სამუდამოდ შეცვალა. შორეული გალაქტიკებისა თუ ჩვენი პლანეტის პირველმა ფოტოებმა კოსმოსურ სივრცეში ჩვენი ადგილის(1)შესახებ წარმოდგენა შეგვაცვლევინეს.

 ზოგიერთი ფოტოსურათები ასტროფოტოგრაფიის ისტორიის თავისებური შუქურები არიან, ზოგიერთებმა მასების აღფრთოვანება გამოიწვია, სხვები ცალკეული პირებისთვის აღმოჩნდნენ განსაკუთრებული.

 ასტრონომებმა, ისტორიკოსებმა, მეცნიერებმა თავიანთი საყვარელი სურათები აირჩიეს, ასეთი არჩევანის გაკეთების მიზეზიც ახსნით.

 ჩვენი პლანეტის პირველი ფოტო მთვარის ორბიტიდან. სურათი „აპოლონ 8“-ს წევრმა გადაიღო. ეს იყო პირველი პილოტირებული კოსმოსური ხომალდი, რომელმაც ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე გაიყვანა.


 ასტრონომი ჯილ თართერი, SETIდან:“ამ ფოტომ ჩვენი თავი გვერდიდან დაგვანახა, აშკარაა, რომ დედამიწელები ძალიან დაუცველ და ულმაზეს პლანეტაზე ცხოვრობენ. დღევანდელ დღეს ასეთი თვალთახედვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს წინაშე მდგარი ბევრი ამოცანა საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს“.

 ის არ არის მარტო თავის არჩევანში. ყოფილი ასტრონავტი პამელა მელროი, კოსმოსური ხომალდის მეორე ქალი კაპიტანიც ამ ფოტოს ირჩევს.

 უყურადღებოდ ეს ფოტო არც ჯონ მაზერის, გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მთავრი ასტროფიზიკოსის და არც მწერალ დავა სობელის მხრიდან დარჩენილა.

 სობელმა ღრმა კოსმოსის ფოტოც ამოირჩია. ის ედვინ ჰაბლის სახელობის ორბიტალური ტელესკოპის „ჰაბლის“ საშუალებით გადაიღეს.

 ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიკოსმა ფრენკ ვილჩეკმა ეს ორი ფოტო აღნიშნა, როგორ „კლასიკური“. თუმცა ამასთან ერთად მან ამოირჩია ფოტო – „დედამიწა მარსი“(გადაღებულია 2004 წლის 8 მარტს).

 ასტრონომი გრეგ ლაუფლინგი, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ნეპტუნისა და მისი უდიდესი თანამგზავრის ტრიტონის ფოტოს ირჩევს, რომელიც 1982 წელს „ვოიაჯერ-2“-მა გადაიღო. „აქ არ არის ყალბი ფერები, არაფერი ხელოვნური… ეს ფოტოსურათი სიწყნარის, გამოცანის და ესთეტიური სრულყოფილების სიმბოლოა“ – ამბობს ლაუფლინგი“.

 ალან სტერნმა ამოირჩია ფოტო, რომელზეც ასტრონავტების მუზარადები და სკაფანდრები მთვარის მტვრითაა დაფარული, 1972 წელი, მისია „აპოლონ 17“. მისი თვალთახედვით, ეს ფოტო თავისებური, წარსულის და მომავლის კვლევათა  სიმბოლოა.

 ჰელიოფიზიკოსი ფილიპ ჩემბერლენი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ ფოტოს „მზის დინამიკის ობსერვატორიის“(SDO) თანამშრომელთათვის განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.