”ცნობისმოყვარეობამ” მარსული პირამიდა გამოიკვლია

 ქანის(პირამიდა) ქიმიური შემადგენლობა ”ცნობისმოყვარეობის” ორი ინსტრუმენტით იქნა შესწავლილი. აპარატმა ქვაზე 30 წერტილი ამოიღო და მისი შემადგენელი შეისწავლა. როჯერ ვინსმა ლოს-ალამოსის ნაციონალური ლაბორატორიიდან აღნიშნა, რომ აქამდე არცერთ მარსზე მყოფ ყველგანმავალს მსგავსი ქანი არ აღმოუჩენია.

 ედუარდ სტოლპერი კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან(პასადენა) ამბობს: ”ქანის ქიმიური შემადგენლობა არატიპიურია მარსისთვის, ამავდროულად ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაგმური ქანია, რომელიც დედამიწაზე ბევრ ვულკანურ რეგიონშია ნანახი”. მეცნიერებს მოუწევთ გაარკვიონ, თუ რა პროცესებმა მოახდინა ზეგავლენა ასეთი ქანის ჩამოყალიბებაზე.

 ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ ის ტუტე მეტალებითაა მდიდარი, რაც მარსული ქანებისთვის იშვიათობაა. სპექტრული ანალიზის მიხედვით ქანი ცალკეული მინერალებისგან შედგება: მინდვრის შპატი, ოლივინი, პიროქსენი(აპოფიზი). რენტგენის სპექტრომეტრმა APXS ასევე სხვა ელემენტების კვალიც აღმოაჩინა: ქლორი, ბრომი, თუთია.

 მარსმავალმა მუშაობა განაახლა. ის სისტემის დედამიწისეული შესაძლო დანაგვიანების გაწმენდითაა დაკავებული. ბრჭყვიალა დეტალი, რომელიც აპარატთან ახლოს აღმოაჩინეს, მეცნიერთა აზრით, ან მარსმავლის ნაწილია, რომელიც დაჯდომის დროს ელექტრონულ კომპონენტებს იცავდა, ან დასაჯდომი მოდულის ნაწილი.

 ”ცნობისმოყვარეობააღმოსავლეთის მიმართულებით დაახლოებით 100 მეტრს გაივლის, სადაც აირჩევს ქანს, რომელიც მასზე არსებული ბურღის თავისებურ სამიზნედ იქცევა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.