მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, პროექტ EXOEarths-ის ჩარჩოებში, ექსპერიმენტი ჩაატარა, რათა დაედგინათ, თუ როგორ ფორმირდებიან პლანეტები მზის სისტემის ფარგლებს გარეთ.
კვლევის მსვლეობისას, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ, მაგალითად, მაგნიუმი მცირე მასების ეკზოპლანეტათა ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეიძლება თამაშობდეს.
მაგნიუმი მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტია, მენდელეევის პერიოდული სისტემის მესამე პერიოდში, ატომური ნომრით 12. აღინიშნება სიმბოლოთი Mg(ლათ. Magnesium). ეს მსუბუქი, ადვილად ჭედადი მოვერცხლისფრო-თეთრი მეტალია, საშუალო გავრცელებით ბუნებში. მისი წვის დროს დიდი რაოდენობით სინათლე და სითბო გამოიყოფა.
ჯგუფმა მეცნიერ ვარდან აბიდეკიანის(Vardan Zh. Adibekyan) ხელმძღვანელობით მაღალი გარჩევადობის დონეზე 1111 მზისმაგვარი ვარსკვლავის სპექტრები გააანალიზეს. ეს კვლევა სპექტროგრაფ HARPS-ის საშუალებით იქნა რეალიზებული, რომელიც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის კუთვნილებაა(ESO).
ვარსკვლვებთან არსებული 109 ეკზოპლანეტა საკმაოდ დიდი მასის აღმოჩნდა(იუპიტერისმაგვარნი), მათგან 29, მასით, ნეპტუნისას უტოლდებოდა.
ამ პლანეტების კვლევის დროს მეცნიერებმა თავიანთი ყურადღება მათში ალფა-ელემენტების რაოდენობაზე გაამახვილეს, როგორიც მაგნიუმი, სილიციუმი და ტიტანია.
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მსუბუქია პლანეტა, მით მეტია მასში მაგნიუმი, მაგალითად, რკინასთან შედარებით. ”ეს აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ისეთი ელემენტები, როგრიც მაგნიუმია, აქტიურად მონაწილეობენ მცირე მასის პლანეტების ფორმირებაში” – ამბობენ კვლევის ავტორები.